ააცი[2][3] (აფხ. Аацы[4]; ყოფ. ბაკლანოვკა, ძვ. აღაცო) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ალრა, ალძიხი, ბინთხა, კუტიძრა). მდებარეობს მდინარე ააფსთის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 40 მეტრ სიმაღლეზე. შავი ზღვიდან დაშორებულია 6 კილომეტრით, გუდაუთიდან 13 კილომეტრით.

სოფელი
ააცი
აფხ. Аацы
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გუდაუთის მუნიციპალიტეტი
თემი ააცი
კოორდინატები 43°08′11″ ჩ. გ. 40°43′56″ ა. გ. / 43.13639° ჩ. გ. 40.73222° ა. გ. / 43.13639; 40.73222
ადრეული სახელები ბაკლანოვკა
ოფიციალური ენა აფხაზური ენა და რუსული ენა
მოსახლეობა 0 კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 6909[1]
ააცი — საქართველო
ააცი
ააცი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ააცი

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწერა[5] 371 -- --

ისტორიული სოფელი აღაცო აღნიშნულია XVII საუკუნის II ნახევრის „ჯიჰან-ნუმას“ თურქულ რუკაზე სახელწოდებით „აღჩა“. 1737 წლის დასავლეთ საქართველოს რუკაზე გვხვდება მდინარე სახელწოდებით „აღაცო“, რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილი „აღაცოს წყლის“ სახელით მოიხსენიებს. მდინარის სახელწოდება მომდინარეობს სოფლის სახელისაგან. როდესაც აქ აფხაზები დამკვიდრდნენ, მას ააცი უწოდეს. ეს სახელწოდება XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან არის დამოწმებული. იხსენიება 1867 წლის აფხაზ მუჰაჯირთა სიაში.

XIX საუკუნის 30-იან წლებში ააცის ქვემო ნაწილში დამკვიდრდა რუსული გარნიზონი. მაშინ ეწოდა ამ ტერიტორიასაც და მდინარესაც ბაკლანკა, როგორც ჩანს, რუსი ოფიცრის, შემდეგში გენერლის ბაკლანოვის პატივსაცემად. ბაკლანკას იხსენიებს ფ. დიუბუა დე მონპერე. 1878 წელს ბაკლანკა/ბაკლანოვკა დამოუკიდებელი რუსული სოფელი გახდა, რომელიც XX საუკუნის 50-იან წლებში ააცს შეერწყა და სოფლის სახელი ბაკლანოვკა გახდა, ხოლო თემის — ააცი. 1923 წელს ააცის თემი 5 სოფლით გუდაუთის მაზრაში შედიოდა. 1925 წელს ააცის და ბაკლანოვკის სასოფლო საბჭოები ცალ-ცალკე შედიოდა გუდაუთის მაზრაში. 1951 წელს ბაკლანოვკის სასოფლო საბჭო გაუქმდა, ხოლო სოფ. ბაკლანოვკა ააცის სასოფლო საბჭოს შეუერთდა. 1952 წელს სოფელ ბაკლანოვკას დაუბრუნდა სახელი ააცი.

1962 წელს სოფელში აღმოაჩინეს ვერძის თავის გამოსახულებიანი ბრინჯაოს სამკუთხა აბზინდა,რომელსაც ბრინჯაოს ხანით ათარიღებენ.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

სოფელში მდებარეობს XIX-XX საუკუნეების ააცის ეკლესია[6].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ცხადაია პ., ხორავა ბ., „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, გვ. 52-53, თბ., 2016.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ააცი&oldid=4649365“-დან