ტეხურიშდუდი
მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეებში
ტეხურიშდუდი — მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ეგრისის ქედზე, მდინარეების ჩეგოლისა (სამარჭიხოლოს მარცხენა შენაკადი) და ტეხურის (რიონის მარჯვენა შენაკადი) სათავეებთან. სიმაღლე 3002 მ. ტეხურიშდუდი კონუსური მოყვნილობისაა. მთის მიდამოები აგებულია იურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, პორფირიტებით. კალთები შემოსილია ალპური მდელოებით.
ტეხურიშდუდი | |
---|---|
კოორდინატები: 42°47′25″ ჩ. გ. 42°25′14″ ა. გ. / 42.79028° ჩ. გ. 42.42056° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3002 მ |
ქედი | ეგრისის ქედი |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარგველანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 709.