კონსტანტინე კაპანელი

ქართველი მწერალი

კონსტანტინე კაპანელი (ნამდვილი სახელი: კონსტანტინე ჭანტურაია) (დ. 5 მაისი, 1889, კაპანა — გ. 10 დეკემბერი, 1952) — ქართველი ფილოსოფოსი, ხელოვნებათმცოდნე, მწერალი.

კონსტანტინე კაპანელი
დაბადების თარიღი 5 მაისი, 1889(1889-05-05)
დაბადების ადგილი აბაშა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 10 დეკემბერი, 1952(1952-12-10) (63 წლის)
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი გრენობლის უნივერსიტეტი

დაამთავრა საფრანგეთის გრენობლის უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტი. მუშაობდა ქუთაისის და ბათუმის სასწავლებლებში; 1923 წლიდან თბილისის კონსერვატორიასა და ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში; 1929 წლიდან მოსკოვის სამხატვრო აკადემიაში კითხულობდა ლექციებს ქართული ხელოვნების შესახებ; 1931 წელს დანიშნეს თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის კათედრის გამგედ; 1931–1933 წლებში იყო მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.

თავდაპირველად ნაწარმოებებს წერდა რუსულ ენაზე; მისი პირველი ნაშრომი დაიბეჭდა გაზეთ „ზაკავკაზსკაია რეჩში“ სათაურით „Идея страдания в грузинской литературе“; ცალკე წიგნად აქვს გამოცემული შემდეგი ნაწარმოებები: „სული და იდეა“ (1923), „სოციალური ესთეტიკის საფუძვლები“ (1925), „ქართული სული ესთეტიურ სახეებში“ (1926), „ქართული ლიტერატურის სოციალური გენეზისი“ (1928).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება