ხათური ენა, პროტოხეთური ენა — წარმოადგენდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ანატოლიის ჩრდილოეთ ოლქებში გავრცელებული უძველესი მკვიდრი მოსახლეობის, პროტოხეთების ენას, რომელიც არ განეკუთვნება ინდოევროპულ ან სემიტურ ენათა ოჯახს. ინდოევროპულ ხეთურ-ლუვიურ ენებზე მოლაპარაკე ტომების მცირე აზიაში გადმოსახლების შემდეგ, ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს, ხათური ენა განდევნა ახლად ჩამოსახლებულმა ინდოევროპულმა ტომების ენებმა (ხეთურმა, ფალაურმა), რომლებმაც ხათურის, სუბსტრატული ენის მძლავრი გავლენა განიცადეს.

ხათური ენა
გავრცელებულია ანატოლია
რუკა
ხათური ენის გავრცელების სავარაუდო არეალი
ხათური ენის გავრცელების სავარაუდო არეალი

ხათური ენის გავრცელების სავარაუდო არეალი

რიტუალური ხასიათის მცირერიცხვოვანი ტექსტები ხათურ ენაზე გვხვდება საკუთრივ ხეთურ ტექსტებს შორის, სადაც ისინი მოხსენიებულია როგორც hattili, ე.ი „ხათურად“ შესრულებული პასაჟები. ამ ტექსტების ფრაგმენტული ხასიათის გამო ძნელია ხათური ენის გრამატიკულ სტრუქტურისა და ლექსიკის რამდენადმე სრული აღდგენა. საზოგადოდ ხათური პრეფიქსული ტიპის აგლუტინაციური ენაა, რომელიც გარკვეულ სტრუქტურულ-ტიპოლოგიურ მსგავსებას ავლენს მთელ რიგ კავკასიურ ენებთან (განსაკუთრებით აფხაზურ-ადიღურ და ქართველურთან).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Гамкрелидзе Т.В. „Хеттские языки“ и вопрос о переселении в Малую Азию индо-европейских племен
  • „ენათმეცნიერების ინსტიტუტის ნაშრომები“