მზიმთა
მზიმთა (რუს. Мзы́мта, უბიხური ენიდან ნიშნავს გააფთრებული, რუს. Бешеная) — მდინარე რუსეთში კრასნოდარის მხარეში. სიგრძე 89 კმ, აუზის ფართობი 885 კმ². სათავე აქვს კავკასიონის ქედზე. ერთვის შავ ზღვას ქალაქ ადლერთან. შერეული საზრდოობის მდინარეა. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულში, წვიმების დროს — წყალამოვარდნები. საშუალო ხარჯი კრასნაია-პოლიანასთან 33,2 მ³/წმ, მაქსიმალური — 764 მ³/წმ. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად. მზიმთაზე აგებულია კრასნაია-პოლიანის ჰესი და წყალსაცავი.
მზიმთა | |
---|---|
ქვეყანა | რუსეთი |
სიგრძე | 89 კმ |
აუზის ფართობი | 885 კმ² |
მზიმთა ვიკისაწყობში |
ისტორიული ცნობით აფხაზური ტომები სახლობდნენ უბიხეთამდე და შესაბამისად მდინარე მზიმთა იმთავითვე ცნობილი იყო როგორც აფხაზეთის ისტორიული საზღვარი[1][2].
ზოგიერთი მკვლევარის აზრით, „1896 წელს ცარიზმმა შავი ზღვის ოკრუგი შავი ზღვის გუბერნიად გარდაქმნა და მასში სამი ადმინისტრაციული ერთეული - სოჭის, ტუაფსეს და ნოვოროსიისკის ოკრუგები გააერთიანა. გუბერნიის ცენტრად ქ. ნოვოროსიისკი, მის სამხრეთ საზღვრად კი სოხუმის ოკრუგის მიმდებარე მდ. მზიმთა დადგინდა“[3][4], თუმცა იმდროინდელი ბეჭდური გამოცემები აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ[5][6][7][8].
1917 წლის 7 დეკემბერს დროებითი მთავრობის დეკრეტით ადმინისტრაციულ საზღვარს ორ სანაპირო ოკრუგს შორის კორექტირება გაუკეთდა ქუთაისის გუბერნიის სასარგებლოდ, რომლის შემადგენლობაში კვლავ შევიდა ქალაქი გაგრა. ორ ოკრუგს შორის ახალი გამიჯვნა ახლა მდინარე მზიმთაზე გადიოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 659.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ანდერსენი ე., „საქართველო და საერთაშორისო შეთანხმებები 1918-1921 წლებში“, თბილისი: „მწიგნობარი“, 2020. — გვ. 262, ISBN 978-9941-485-77-0.
- ↑ Дзидзария, Георгий. Очерки истории Абхазии, 1910-1921 (Тбилиси, 1963) gv. 252
- ↑ ჩაჩხიანი, ა., „რუსეთ-საქართველოს სამხედრო პოლიტიკური ურთიერთობები და საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის რეგიონსა და შავიზღვისპირეთში (1918-1920)“, თბილისი: საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, 2014. — გვ. 38, ISBN 978-9941-0-5988-9.
- ↑ ბლუაშვილი, უ., „სოჭის ოლქზე ქართული პრეტენზიების საკითხისთვის“ // ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, გორი: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2020, № 3, გვ. 19.
- ↑ 1897 წლის რუსეთის იმპერიის საყოველთაო აღწერა
- ↑ 1898 წლის შავიზღვისპირეთის გუბერნიის მიმოხილვა
- ↑ 1900 წლის შავიზღვისპირეთის გუბერნიის მიმოხილვა
- ↑ 1902 წლის შავიზღვისპირეთის გუბერნიის აღწერა