ცირა ბარამიძე

ქართველი ენათმეცნიერი

ცირა ბარამიძე (დ. 16 მარტი, 1962, სოფ. დვაბზუ, მახარაძის რაიონი) — ქართველი ენათმეცნიერი, თსუ-ის სრული პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

ცირა ბარამიძე
დაბ. თარიღი 16 მარტი, 1962(1962-03-16) (62 წლის)
დაბ. ადგილი დვაბზუ, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა  საქართველო
საქმიანობა ენათმეცნიერი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1979 წელს დაამთავრა ოზურგეთის რაიონის სოფ.დვაბზუს საშუალო სკოლა. 1986 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კავკასიურ ენათა სპეციალობით, ხოლო 1990 წელს ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია დაღესტნურ ენათა მიმართულებით „ფერთა აღმნიშვნელი ლექსიკა თაბასარანულ ენაში“. 1990-1994 წლებში სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში ნოდარ ანდღულაძის კლასში. 1986-2002 წლებში მუშაობდა არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა ისტორიულ-ეტიმოლოგიურ ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომლად. 1990 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია: 1990-2002 წლებში — კავკასიურ ენათა კათედრის დოცენტი, 2002-2006 წლებში — ამავე კათედრის პროფესორი, 2006 წლიდან დღემდე — კავკასიოლოგიის ინსტიტუტის სრული პროფესორი და ხელმძღვანელი. 2002 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „თაბასარანული ენის ფონემატური სტრუქტურა და მორფონოლოგიის საკითხები“. 2007 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტიტუტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი. 2007 წელს ცირა ბარამიძის თაოსნობით ჩატარდა კავკასიოლოგთა პირველი საერთაშორისო კონგრესი: „კავკასიური ცივილიზაცია მახლობელი აღმოსავლეთის ლინგვოკულტურულ კონტექსტში“, ხოლო 2010 წელს კი მე-2 — „კავკასიური ცივილიზაცია — ისტორია და თანამედროვეობა“. 2009 წლიდან მისი თაოსნობით გამოიცემა სამენოვანი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „კავკასიოლოგიური ძიებანი“.

ცირა ბარამიძე არის 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სამი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი.

ნაშრომები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება