არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

(გადამისამართდა გვერდიდან ენათმეცნიერების ინსტიტუტი)

არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი — სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც 1936 წელს შექმნილი „აკად. ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის“ (ენიმკი) ბაზაზე. 1941 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსებასთან დაკავშირებით, «ენიმკის» გაყოფის შემდეგ შეიქმნა, თავდაპირველად, „აკად. ნ. მარის სახელობის ენის ინსტიტუტი“. 1950 წლიდან მას ეწოდა „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტი“, 1988 წლიდან - „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი“, ხოლო 2006 წლიდან - საჯარო სამართლის „იურიდიული პირი არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი“. ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაშია.

ინსტიტუტის ძირითადი მიმართულებაა ქართული ენის შესწავლა როგორც ნორმატიული, ისე ისტორიული თვალსაზრისით, სხვა ქართველური და კავკასიური ენების — მათი ფონეტიკის, გრამატიკის სტრუქტურის, სინტაქსის, ლექსიკისა და დიალექტოლოგიის საკითხების კვლევა სინქრონიულ და დიაქრონიულ ასპექტში, აგრეთვე ტიპოლოგიური თვალთახედვით ამ ენათა სხვა ჯგუფის ენებთან კონტაქტები და ამ თვალსაზრისით თანამედროვე ზოგადი ენათმეცნიერების ძირითადი პრობლემატიკა.

ინსტიტუტის სამეცნიერო პერიოდული ორგანოებია: „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“ (დაარსდა 1946), „ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები“, „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“, „ეტიმოლოგიური ძიებანი“, „ქართველოლოგიური კრებული“, „დიალექტოლოგიური კრებული“, „თანამედროვე ზოგადი ენათმეცნიერების საკითხები“. ინსტიტუტის ბაზაზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემია გამოსცემდა „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულს“ (დაარსდა 1974, ბოლო ტომი – 2003). 1950–1964 წლებში ინსტიტუტმა გამოსცა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ რვატომეული (1971, საქართველოს სახელმწიფო პრემია); 2008 წლიდან მიმდინარეობს ლექსიკონის ახალ რედაქციის გამოცემა.

დირექტორები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება