ლალი ეზუგბაია

ქართველი ენათმეცნიერი

ლალი ეზუგბაია (დ. 3 ოქტომბერი, 1965, ქალაქი გალი) — ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი, ენათმეცნერების ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი.

ლალი ეზუგბაია
დაბ. თარიღი 3 ოქტომბერი, 1965(1965-10-03) (59 წლის)
დაბ. ადგილი გალი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ენათმეცნიერი და ფილოლოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

1988 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1988-1995 წლებში იყო გალის პირველი საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 1995-2006 წლებში იყო არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2006-2013 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „გრამატიკული რიცხვის გამოხატვის სისტემა ზანურში“, დაიცვა 1999 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება