ავთანდილ არაბული (დ. 24 მარტი, 1953, სოფ. ჯუთა, ყაზბეგის რაიონი) — ქართველი ფილოლოგი.

ავთანდილ არაბული
დაბ. თარიღი 24 მარტი, 1953(1953-03-24) (71 წლის)
დაბ. ადგილი ჯუთა, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ფილოლოგი
მუშაობის ადგილი ენათმეცნიერების ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1980-1984 წლებში იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1984-1998 წლებში და 2005-2009 წლებში ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგე; 1992-2006 წლებში კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2005-2006 წლებში იყო თსუ ახალი ქართული ენის კათედრის გამგე. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს უცხო ენათა ინსტიტუტსა (შემდეგ – უნივერსიტეტსა) და ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2008-2010 წლებში იყო წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის „ქართული უნივერსიტეტის“ პროფესორი; 2000-2005 წლებში არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2004-2005 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის გამგე; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „ზმნური და სახელური დერივაციის ურთიერთმიმართების საკითხები ქართველურ ენებში“, დაიცვა 1997 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

რედაქტირება
  • აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას შრომათა მრავალტომეულის სარედაქციო საბჭო, წევრი
  • ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ორგანოს „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების“ სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე (2006-2012)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2009-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული საქართველოს მთიანეთის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია, წევრი

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • მცირე სასაუბრო ლექსიკონი : სულხან-საბა ორბელიანის "სიტყვის კონის" მიხედვით (რედაქტორი). - თბილისი, 2007. - 115გვ. - ISBN: 978-99940-58-82-2
  • ჟამი მეცნიერების გამოსარჩლებისა (ავტორი). - თბილისი, ქართული ენა, 2005. - 67გვ. - ISBN: 99940-820-3-5
  • ქართული მეტყველების კულტურა (ავტორი). - თბილისი, კულტურა, 2004. - 308გვ. - ISBN: 99940-32-48-8
  • ზმნური და სახელური ფუძეთქმნადობის პრობლემა ქართველურ ენებში (ქართველური ენები) (ავტორი). - თბილისი, ქართული ენა, 2001. - 385გვ. - ISBN: 99928-825-5-7
  • მესამე სერიის ნაკვთეულთა წარმოება და მნიშვნელობა ძველ ქართულში (ქართული ენა) (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1984. - 199გვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება