ადიღეს თემბოთ კერაშის სახელობის ჰუმანიტარული კვლევების რესპუბლიკური ინსტიტუტი
ადიღეს თემბოთ კერაშის სახელობის ჰუმანიტარული კვლევების რესპუბლიკური ინსტიტუტი (რუს. Адыгейский республиканский институт гуманитарных исследований имени Т. М. Керашева - «АРИГИ») — სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.
დაფუძნდა | 1927 |
---|---|
ტიპი | საგანმანათლებლო დაწესებულება |
ინსტიტუტის ძირითადი სპეციალიზაცია — ადიღეელი ეთნოსის კვლევა. ჰუმანიტარული კვლევების რესპუბლიკური ინსტიტუტი ადიღეური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის კვლევაში დამსახურებისათვის, ადიღეს ავტონომიური ოლქის განათლებისა და კულტურის განვითარებაში 1979 წელს დაჯილდოებული იქნა „ღირსების მედლით“.
ადიღეს თემბოთ კერაშის სახელობის ჰუმანიტარული კვლევების რესპუბლიკური ინსტიტუტი წარმოადგენს კავკასიოლოგიის ერთ-ერთ ცენტრს ადიღეური ენების კვლევის საქმეში.
სტატუსის და სახელწოდების ცვლის ქრონოლოგია
რედაქტირება- 1927 წელი — შეიქმნა როგორც „მხარეთმცოდნეობის ინსტიტუტი“.
- 1934 წელი — მხარეთმცოდნეობის ინსტიტუტმა მიიღო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სახელი და ახალი სახელწოდება „ადიღეს ეკონომიკის, ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტი“.
- 1992 წელი — სახელწოდების შეცვლა. ეწოდა „ადიღეს ჰუმანიტარული კვლევების რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (აბრევიაციით: არიგი).
- 2002 წელს ინსტიტუტს მიენიჭა თემბოთ კერაშის (ადიღურად КӀэрэщэ Тембот) სახელი.
სამეცნიერო საქმიანობა
რედაქტირება- 1927—1940 წლები — გამოიცა 22 სამეცნიერო შრომა, რომლის ტირაჟი შეადგენდა დაახლ. 70 000 ეგზემპლარს, შეკრებილ იქნა ფოლკლორულ-მუსიკალური ნაწარმოებებისა და ლინგვისტური ტექსტების ფასდაუდებელი მასალა.
- 1945—1970 წლები — გამოცემულ იქნა 100 სამეცნიერო შრომა ადიღეელი ხალხის, ისტორიის, ენის, ეთნოგრაფიის შესახებ.
ადიღეს თემბოთ კერაშის სახელობის ჰუმანიტარული კვლევების რესპუბლიკური ინსტიტუტის მთავარ სამეცნიერო მიზანს წარმოადგენს სამეცნიერო შრომებისა და ისტორიული წყაროების გამოქვეყნება, კონფერენციებისა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარება, მეცნიერთა საბჭოს გამართული მუშაობა.
ადიღურის, адыгабзэ-ს კვლევა და მისი სოციოლინგვისტური სურათი
რედაქტირებაადიღური ენის ან ადიღური ენობრივი ვარიანტების სოციოლინგვისტური სურათი ასეთია:
ადიღეურად ლაპარაკობს დაახლოებით 500 000 კაცი, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში 125 000 (1993 წელი), თურქეთში 278 000 (2000 წელი), იორდანიაში 44 300 (1986 წელი), სირიაში 25 000 (2000 წელი).
აქვს ოთხი დიალექტი: ჭემგუური, აბძახური, ბჟედუღური და შაფსუღური.
სალიტერატურო ენის საფუძველია ჭემგუური დიალექტი, რომელსაც შედარებით მარტივი კონსონანტური სისტემა ახასიათებს.
ადიღეური ეთნოსის წარმომადგენლები ყველა ქვეყანაში (რუსეთი, თურქეთი, იორდანია, სირია) ცხოვრობენ დიგლოსიის ან ბილინგვალიზმის პირობებში.