რუსუდან ორბელი
რუსუდან ორბელი (რუს. Русуда́на Рубе́новна Орбе́ли; დ. 6 ივლისი, 1910 — გ. 16 აპრილი, 1985) — საბჭოთა აღმოსავლეთმცოდნე, ქართველოლოგი და არმენოლოგი, მწერალი.
რუსუდან ორბელი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 6 ივლისი, 1910 |
დაბ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
გარდ. თარიღი | 16 აპრილი, 1985 (74 წლის) |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | აღმოსავლეთმცოდნე და მწერალი |
მუშაობის ადგილი | რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტი |
მამა | რუბენ ორბელი |
დედა | Q123289446? |
ცხოვრების გზა
რედაქტირებარუსუდან ორბელი დაიბადა ქალაქ პეტერბურგში, არქეოლოგ რუბენ ორბელის (რუს. Рубе́н Абга́рович Орбе́ли, სომხ. Ռուբեն Աբգարի Օրբելի) ოჯახში.
1927—1929 წლებში სწავლობდა ხელოვნების ისტორიის სახელმწიფო ინსტიტუტთან არსებულ ხელოვნებათმცოდნეობის უმაღლეს სახელმწიფო კურსებზე (ლენინგრადი).
1926—1933 წლებში — სრულიად რუსეთის საბჭოთა მწერალთა კავშირის საბავშვო ლიტერატურის სექციის წევრი. რუსუდან ორბელის უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი რამდენიმე წიგნი გამოცემული იქცა გამომცემლობა „რადუგა“-ში (ცისარტყელა) რუს. Издательство «Радуга».
1929—1934 წლებში რუსუდან ორბელი სწავლობდა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ-ლინგვისტურ ფაკულტეტზე, აღმოსავლურ განყოფილებაზე (კავკასიური ციკლი).
1934-დან 1941 წლამდე — მეცნიერ-თანამშრომელი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტში.
1941-დან 1946 წლამდე ომის დროს მუშაობდა სხვადასხვა ჰოსპიტალსა და წითელი არმიის (მოსკოვი) სამხედრო-სანიტარულ სამმართველოში მედდად.
რუსუდან ორბელი იყო სომხური და ქართული ფილოლოგიების სპეციალისტი, რომლის მთავარ ინტერესს წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტის სომხურ და ქართულ ფონდებში დაცული ხელნაწერების ისტორიულ-ფილოლოგიური და პალეოგრაფიული შესწავლა.
რუსუდან ორბელი დიდ დროს უთმობდა რუსეთის აღმოსავლეთმცოდნეობის შესწავლას.
რუსუდან ორბელის საკანდიდატო დისერტაციის (დაცული იქნა 20.06.1963) კვლევის საგანს წარმოადგენდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტის შესაბამის ფონდში დაცულ ქართულ ხელნაწერებს. ქართულ ხელნაწერთა ეს კრებული ივსებოდა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში რუსი და ქართველი მეცნიერების ძალისხმევით.
ქართულ ხელნაწერთა კრებული შედგება რამდენიმე კერძო კოლექციისა და ცალკეული ეგზემპლარებისაგან, რომელიც მანამდე კულტურის მოღვაწეებისა და ბიბლიოთეკების საკუთრებაში იყო. რუსუდან ორბელის შრომამ, რომელიც მეცნიერმა ქალმა მიუძღვნა ხელნაწერთა არსებული კრებული ისტორიის შესწავლას, აღწერას და თითოეული ტექსტის ისტორიულ-ლიტერატურული მნიშვნელობის გამოვლენას, მნიშვნელოვნად წასწია წინ რუსული კავკასიოლოგია.
1946-დან 1951 წლებში რუსუდან ორბელი ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთმცოდნეთა არქივს, ხოლო 1961 წელს, იოსებ ორბელის (რუს. Ио́сиф Абга́рович Орбе́ли, სომხ. Հովսեփ Աբգարի Օրբելի) გარდაცვალების შემდეგ იყო კავკასიური კაბინეტის ხელმძღვანელი.
რუსუდან ორბელი მონაწილებას იღებდა იოსებ ორბელის რჩეული შრომების მომზადებაში, იყო კავკასიოლოგთა შრომების პასუხისმგებელი რედაქტორი.
პუბლიკაციები
რედაქტირებამნიშვნელოვანი იყო რუსუდან ორბელის თანამონაწილეობა შემდეგი ქართული და სომხური ისტორიული ძეგლების თარგმანთა მომზადებაში.
- Грузинские документы IX—XV вв. в собрании Ленинградского отделения Института востоковедения АН СССР. М., 1982; Повествование вардапета Аристакэса Ластивертци თარგმანი К. Н. Юзбашяна. М., 1968).
- Грузинские документы IX—XV вв. в собрании Ленинградского отделения Института востоковедения АН СССР / Перевод и комментарии С. С. Какабадзе. / Отв. ред. Р. Р. Орбели. М.: «Наука», ГРВЛ, 1982. 274 с.
მეცნიერ-მკვლევართა დინასტია
რედაქტირება- ლეონ ორბელი (სომხ. Լևոն Աբգարի Օրբելի რუს. Орбели, Леон Абгарович) — რუბენ ორბელის უმცროსი ძმა და რუსუდან ორბელის ბიძა. სომეხი ფიზიოლოგი, სამედიცინო სამსახურის გენერალ-პოლკოვნიკი, მეცნიერი. ის იყო სსრკ-სა და სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორი. ლეონ ორბელი ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გახდა 1950 წელს.
- იოსებ ორბელი (სომხ. Հովսեփ Աբգարի Օրբելի, რუს. Иосиф Абгарович Орбели) — რუბენ ორბელის ძმა და რუსუდან ორბელის ბიძა. ეთნიკურად სომეხი საბჭოთა აღმოსავლეთმცოდნე და აკადემიკოსი. იოსებ ორბელი ხელმძღვანელობდა ერმიტაჟის მუზეუმს ლენინგრადში 1934– 1951 წლებში. იოსები ორბელი არის სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი 1943–1947 წლებში