პალეოგრაფია
პალეოგრაფია (ბერძ. παλαιóς ძველი და მნიშვნელოვანი, γράφειν წერა) — ისტორიულ-ფილოლოგიური დისციპლინაა, რომელიც შეისწავლის წერილობითი წყაროების გარეგან მხარეს, კერძოდ, პალეოგრაფია იკვლევს დამწერლობის წარმოშობა-განვითარებას, წერის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს — საწერ მასალასა და იარაღს, ხელნაწერის მხატვრულ შემკობას, ხელნაწერი წიგნის მომზადებას, დაქარაგმების (შემოკლებით წერის) წესებს, განკვეთილობისა და სასვენ ნიშნებს, პირობით ნიშნებს, ჭვირნიშნებს, კრიპტოგრაფიას (საიდუმლო დამწერლობას).
პალეოგრაფია, როგორც სამეცნიერო ცოდნის სპეციალური სფერო, გაჩნდა XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში, როგორც ლათინურისა და ბერძნულის, ე.ი. „ნამდვილად ძველი“ დამწერლობის შემსწავლელი მეცნიერება.
XIX საუკუნის ბოლოდან პალეოგრაფიას გამოეყო დამოუკიდებელი განშტოებები: ეპიგრაფიკა და პაპიროლოგია (პაპირუსზე ტექსტების შესწავლა), აგრეთვე შედარებით ახალი დარგები — ფილიგრანოლოგია და კოდიკოლოგია. ამგვარ ცვლილებებს შესაბამისი კორექტივები შეჰქონდათ თავად პალეოგრაფიის განმარტებაში.
XX საუკუნის შუა წლებიდან პალეოგრაფიაში გამოიკვეთა ტენდენცია, კვლევის სფეროში ჩაერთოთ ყველა სახის ძეგლების დამწერლობა, მიუხედავად მათი მასალისა, ე.ი. პალეოგრაფიის შესწავლის ობიექტი გახდა არა მხოლოდ დამწერლობა სანთლის დაფებზე, პერგამენტზე, ქაღალდზე, არამედ წარწერები მყარ საგნებზე, პაპირუსზე.
XX საუკუნის 50-იან წლებამდე პალეოგრაფია თავისი მნიშვნელობის შესაბამისად მხოლოდ ძველ ხელნაწერებს შეისწავლიდა. მეცნიერები სულ უფრო ხშირად აყენებდნენ საკითხს ახალი დროის დოკუმენტების პალეგრაფიული შესწავლის აუცილებლობის შესახებ, ამასთანავე, მეცნიერთა ნაწილი მიზანშეწონილად მიიჩნევდა, ეს სფერო ახალ დისციპლინად გამოყოფილიყო — „ნეოგრაფიის“, „ნეოტეროგრაფიის“ ან „დამწერლობათმცოდნეობის“ სახელწოდებით.
პალეოგრაფიაში შემუშავებულია კვლევის სპეციფიკური მეთოდები, გრაფიკული მონაცემების ანალიზის ტექნიკა, ხელნაწერთა დათარიღების მეთოდიკა პალეოგრაფიული ნიშნების ერთიანობით და სხვა.
პალეოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება დაუთარიღებელი წერილობითი ძეგლების დათარიღება, ზოგჯერ გადამწერის ვინაობის დადგენაც.
სხვადასხვა დამწერლობას სწავლობს სათანადო პალეოგრაფია, ქართულს — ქართული პალეოგრაფია, ბერძნულს — ბერძნული და ა.შ.
ქართული პალეოგრაფიით დაინტერესება XIX საუკუნეში იწყება. ქართულ პალეოგრაფიას მეცნიერული საფუძველი ივანე ჯავახიშვილმა ჩაუყარა, წიგნით — „ქართული დამწერლობათმცოდნეობა, ანუ პალეოგრაფია.“ (1926 წ.)
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- 'Manual of Latin Paleography' დაარქივებული 2017-09-11 საიტზე Wayback Machine. (A comprehensive PDF file containing 77 pages profusely illustrated, August 2008).
- 'Palaeography'. Encyclopaedia Britannica, 1911.
- Palaeography: reading old handwriting 1500 – 1800: A practical online tutorial
- A comprehensive survey of all the important aspects of medieval palaeography დაარქივებული 2016-12-20 საიტზე Wayback Machine. .