კოდიკოლოგია

პალეოგრაფიის მიმართულება, რომელიც შეისწავლის ხელნაწერებს

კოდიკოლოგია — ხელნაწერ წიგნთა შემსწავლელი მეცნიერება, რომელიც იკვლევს ხელნაწერი წიგნის შექმნის, შენახვის, გავრცელებისა და გამოყენების პროცესებს. მასვე ევალება გადამწერთა სოციალური და პროფესიული შემადგენლობის შესწავლაც.

კოდიკოლოგიური ნიშნები

1949 წელს ფრანგმა მეცნიერმა ალფონს დენმა გამოაქვეყნა წიგნი — „ხელნაწერები“, რომელშიც ხელნაწერი წიგნის შემსწავლელი მეცნიერების სახელწოდებად ახალი ტერმინი — კოდიკოლოგია (ლათ. codex წიგნი) გამოიყენა. ალფონს დენმა არა მხოლოდ შემოიღო ახალი ტერმინი, არამედ, ამასთანავე განსაზღვრა ახალი დისციპლინის ურთიერთობა პალეოგრაფიასთან. ალფონს დენის მიხედვით, პალეოგრაფია არის ძველი დამწერლობის შემსწავლელი მეცნიერება, კოდიკოლოგია კი შეისწავლის ხელნაწერს მთლიანად და არა მხოლოდ დამწერლობას. დენმა თავის წიგნში განსაზღვრა კოდიკოლოგიის და პალეოგრაფიის ამოცანები. კოდიკოლოგიის ამოცანებია: ხელნაწერთა ისტორია, კატალოგის შედგენა და კატალოგის ბიბლიოგრაფირება, ხელნაწერებით ვაჭრობის შესწავლა, ხელნაწერთა გამოყენება და ა.შ., პალეოგრაფიის ამოცანად კი მიიჩნია მასალის (რაზედაც წერდნენ) და დამწერლობის შესწავლა.

ალფონს დენის მიერ შემოღებული ტერმინი უმალვე მიიღეს და შეითვისეს დასავლეთ ევროპაში პალეოგრაფებმა ხელნაწერი წიგნის დამზადებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომპლექსის -ფორმატის, გარეკანის, ტექსტის განლაგების და ა.შ., მისი შემდგომი ბედის აღსანიშნავად. შემდგომში კოდიკოლოგიას ხელნაწერ წიგნთა არქეოლოგიაც კი უწოდეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება