ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ასტეროიდი (ძვ. ბერძნ. ἀστεροειδής — „ვარსკვლავის მსგავსი“ < ἀστήρ — „ვარსკვლავი“ და εἶδος — „სახე“, „გარეგნობა“; 2006 წლამდე საერთო სახელწოდება „მცირე ცთომილი“ [ინგლ. minor planet, რუს. малая планета])[1]მზის სისტემის მცირე სხეული, რომლის ელიფსური ორბიტა მზის სიტემის შიდა ნაწილში მდებარეობს.

  • თავისი მასითა და ზომით საგრძნობლად ჩამორჩებიან ჯუჯა პლანეტებს, მაგრამ აღემატებიან მეტეოროიდებს (ასტეროიდის ზომა მერყეობს 30-500 მეტრს შორის)
  • არ წარმოადგენენ პლანეტათა თანამგზავრებს
  • შესაძლოა გააჩნდეთ საკუთარი თანამგზავრი
  • გამოირჩევიან არაწესიერი ფორმებით
  • არ გააჩნიათ ატმოსფერო
  • იყოფიან სამ კლასად:
    • ხონდრიტები (მზის სისტემაში ყველაზე გავრცელებული და ყველაზე ძველი ობიექტებია. შედგება თიხისა და სილიკატური ქანებისაგან),
    • ქვოვანი (შედგება სილიკატური ქანებისაგან),
    • მეტალისებრი (შედგება ნიკელისა და რკინისაგან).
253 მატილდა, C-ტიპის ასტეროიდი.

2006 წლის საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის განსაზღვრებით, ასტეროიდები შედიან მზის სისტემის მცირე სხეულების კატეგორიაში.

მზის სისტემაში ასობით ათასი ასტეროიდია. ასტეროიდების ზომები მერყეობს რამდენიმე მეტრიდან 500 კმ-მდე. ისინი ძირითადად არაწესიერი ფორმის არიან და ხშირად აქვთ კრატერებით დაფარული ზედაპირი. ყინულოვანი კომეტების მსგავსად, ასტეროიდები პრიმიტიული ობიექტებია, რომლებიც შემორჩენილია პლანეტების წარმოქმნის დროიდან, რაც მათ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ასტრონომებისათვის.

ასტეროიდების უმეტესობა გვხვდება პლანეტა მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ვრცელ რეგიონში, რომელსაც ასტეროიდთა სარტყელი ეწოდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იუპიტერის გრავიტაციამ ხელი შეუშალა მზის სისტემის ამ ნაწილში კლდოვან ობიექტებს დიდ პლანეტად ჩამოყალიბებაში. პლანეტა იუპიტერის გრავიტაციამ დიდი როლი ითამაშა ობიექტების ასტეროიდების სარტყლიდან ამოგდებაში.

ათასობით ასტეროიდს აქვს ორბიტა, რომელიც მდებარეობს ასტეროიდთა სარტყლის გარეთ. ზოგიერთ ამ ასტეროიდის ტრაექტორია, კვეთს დედამიწის ორბიტას. ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ ასტეროიდმა, რომელიც დედამიწას 65 მილიონი წლის წინ დაეჯახა, დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. იმის გამო, რომ ასტეროიდებს შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან ადამიანებს და სხვა სიცოცხლეს დედამიწაზე, ასტრონომები თვალყურს ადევნებენ ასტეროიდებს, რომლებიც უახლოვდებიან ჩვენს პლანეტას. მეცნიერები ასევე სწავლობენ ასტეროიდის გადახრის ან განადგურების გზებს, რომელიც მომავალში შესაძლოა დაეჯახოს დედამიწას.

ტერმინოლოგია

რედაქტირება

ტერმინი ასტეროიდი (ვარსკვლავის მსგავსი) შემოღებული იყო ჰერშელის მიერ იმის საფუძველზე, რომ ისინი ტელესკოპში ვარსკვლავის მსგავსად დაიკვირვება წერტილოვან ობიექტებად, განსხვავებით პლანეტებისაგან, რომლებიც ტელესკოპში დაიკვირვებიან დისკოს სახით.

XX საუკუნეში აღმოჩენილია მხოლოდ 40 კმ-ზე ნაკლებ დიამეტრიანი მცირე ცთომილები. ყველა იმ მცირე ცთომილებს, რომელთა ორბიტა ზუსტადაა გამოთვლილი, საკუთარი სახელი და მუდმივი ნომერი აქვს. ასეთი ცთომილების რიცხვი 2500-ზე მეტია. მათზე ინფორმაცია ყოველწლიურად ქვეყნდება საერთაშორისო გამოცემაში „მცირე ცთომილების ეფემერიდები“ (ინგლ. „Ephemerides of minor planets“, რუს. «Эфемериды малых планет»).[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 254-255.
  2. Эфемериды малых планет
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ასტეროიდი“-დან