ჯუჯა პლანეტასაერთაშორისო ასტრონომიული კავშირის გასაზღვრებით ციური სხეული მზის სისტემაში, რომელიც შემდეგ ოთხ მოთხოვნას აკმაყოფილებს:

  • მოძრაობს მზის გარშემო;
  • აქვს საკმარისი მასა საკუთარი გრავიტაციისთვის გარე პლანეტების მიზიდულობის ძალის დასაძლევად და ჰიდროსტატიური წონასწორობის (თითქმის სფერული) ფორმის მისაღებად;
  • საკუთარ ორბიტაზე არ დომინირებს (არ ძალუძს გაწმინდოს სივრცე სხვა ობიექტებისგან);
  • არ არის თანამგზავრი.
Ceres, the only dwarf planet in the asteroid belt imaged by Dawn Pluto seen by New Horizons on 13 July 2015
Makemake imaged by the Hubble Telescope in 2006      Eris and its moon seen from Hubble
ჯუჯა პლანეტად აღიარებული პირველი ოთხი პლანეტა (ზემოთ მარცხნიდან):

ტერმინი „ჯუჯა პლანეტა“ მიიღეს 2006 წელს, როგორც შემადგენელი ნაწილი მზის გარშემო მოძრავი სხეულები სამგვარი კლასიფიკაციის. სხეულები, რომლებსაც იმდენი ძალა შესწევთ, რომ მათ გარშემო სივრცე გაწმინდონ სხვა სხეულებისგან, პლანეტები ეწოდებათ, ხოლო ისინი, რომლებიც ზედმეტად მცირენი არიან ჰიდროსტატიური წონასწორობისთვის განსაზღვრულია, როგორც მზის სისტემის მცირე სხეულები.

კატეგორია „ჯუჯა პლანეტა“ არ არის პლანეტის ქვეკატეგორია, არამედ სრულიად ცალკე მდგომი კატეგორიაა. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯუჯა პლანეტა პლანეტა არ არის.

ამჟამად საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ აღიარებულია ხუთი ჯუჯა პლანეტა: ცერერა, პლუტონი, ჰაუმეა, მაკემაკე და ერისი.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება