მიხეილ გორბაჩოვი

(გადამისამართდა გვერდიდან გორბაჩოვი, მიხეილ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორბაჩოვი.

მიხეილ გორბაჩოვი (რუს. Михаил Сергеевич Горбачёв; დ. 2 მარტი, 1931, სოფელი პრივოლნოე, ჩრდილოეთი კავკასიის მხარე, რსფსრ — გ. 30 აგვისტო, 2022, მოსკოვი[1]) — საბჭოთა და რუსი სახელმწიფო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი. სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო თავმჯდომარე, სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი. გორბაჩოვ-ფონდის დამფუძნებელი, 1993 წლიდან „ახალი ყოველდღიური გაზეთის“ თანადამფუძნებელი. მიღებული აქვს საპატიო ჯილდოები და წოდებები, მათ შორის ყველაზე ცნობილი არის ნობელის მშვიდობის პრემია, რომელიც გორბაჩოვმა 1990 წელს მიიღო. გორბაჩოვმა მოღვაწეობის პერიოდში გაატარა რეფორმები, რომლებმაც დიდი გავლენა იქონია საბჭოთა კავშირზე. კერძოდ კი: საბჭოთა სისტემის რეფორმირება (პერესტროიკა); სსრკ-ში სიტყვის და ბეჭდვის თავისუფლების და დემოკრატიული არჩევნების შემოტანა, სოციალისტური ეკონომიკის რეფორმირება; ცივი ომის დასრულება; საბჭოთა ჯარის ავღანეთიდან გაყვანა (1989); კომუნისტურ, როგორც სახელმწიფო იდეოლოგიაზე უარის თქმა და განსვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნის შეწყვეტა; სსრკ-ს და ვარშავის პაქტის დაშლა, რომელიც გამოწვეული იყო მისი წევრების საბაზრო ეკონომიკაზე და დემოკრატიაზე გადასვლით.

მიხეილ გორბაჩოვი
მიხეილ გორბაჩოვი
გორბაჩოვი 1987 წელს
სსრკ-ის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 მარტი 1990 – 25 დეკემბერი 1991
ვიცე-პრეზიდენტი  გენადი იანაიევი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 მარტი 1985 – 24 აგვისტო 1991

სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ოქტომბერი, 1988 – 25 მაისი, 1989

დაბადებული2 მარტი, 1931
პრივოლნოე, ჩრდილოეთ კავკასიის მხარე, რსფსრ, სსრკ
გარდაცვლილი30 აგვისტო, 2022 (91 წლის)
მოქალაქეობადროშა: სსრკ სსრკ
დროშა: რუსეთი რუსეთი
ეროვნებარუსი
პოლიტიკური პარტიასაბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია
(1950–1991)
დამოუკიდებელი
(1991–2001; 2004–2007)
სოციალურ-დემოკრატიული პარტია
(2001–2004)
სოციალ-დემოკრატების კავშირი
(2007–დღემდე)
მეუღლერაისა გორბაჩოვა (1953-1999)
შვილებიირინა ვირგანსკაია
განათლებამოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაადვოკატი
საიტიgorby.ru/en/

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიხეილ გორბაჩოვი დაიბადა 1931 წლის 2 მარტს, გლეხის ოჯახში, სოფელ პრივოლნოეში, სტავროპოლის (მაშინ ჩრდილოეთ კავკასიის) მხარეში. მამამისი, სერგეი გორბაჩოვი (1909-1976) იყო რუსი, ხოლო დედა, მარია გოპკალო (1911-1993) უკრაინელი. გორბაჩოვის ორივე პაპა 1930-იან წლებში რეპრესიების ქვეშ მოყვა. პაპა მამის მხრიდან, ანდრეი გორბაჩოვის იყო (1890-1962) ერთპიროვნული გლეხი (რუს. крестьянин-единоличник). 1934 წელს გეგმის შეუსრულებლობის გამო გადაასახლეს ირკუტსკის ოლქში. ორ წელიწადში გაათავისუფლეს. მამულში დაბრუნების შემდეგ გაწევრიანდა კოლმეურნეობაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. პაპა დედის მხრიდან, პანტელეიმონ გოპკალო წარმოშობით იყო ჩერნიგოვსკის გუბერნიიდან. 13 წლისას გარდაეცვალა მამა, მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა სტავროპოლში. გახდა კოლმეურნეობის თავმჯდომარე, 1937 წელს დაადანაშაულეს ტროცკიზმში და დააპატიმრეს. ციხეში გაატარა 14 თვე, გაუძლო წამებას. დახვრეტისგან პარტიის პოლიტიკის ცვლილება გახდა (1938 წლის თებერვლის პლენუმი). საბოლოოდ, 1938 წლის სექტემბერში გააათავისუფლეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გორბაჩოვმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მას საბჭოთა რეჟიმი არ უყვარდა, პაპის მონაყოლი იყო.

გორბაჩოვის მამა ფრონტზე 1941 წელს წავიდა, როდესაც მიხეილი 10 წლის იყო. 1942 წელს სოფელში ვერმახტი შევიდა. გორბაჩოვის ოჯახმა ხუთ თვეზე მეტი ოკუპაციაში გაატარა. 1943 წლის 21-22 იანვარს სოფელი წითელმა არმიამ გაათავისუფლა. გათავისუფლების შემდეგ მოვიდა ცნობა, რომ სერგეი გორბაჩოვი დაიღუპა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, საბუთი შეცდომით მოვიდა, ხოლო გორბაჩოვის მამა ცოცხალი იყო და ორდენებიც კი მიუღია.

19 წლის ასაკში გორბაჩოვი გახდა სკკპ-ს წევრობის კანდიდატი. 1950 წელს სკოლა ვერცხლის მედლით დაამთავრა და ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. 1952 წელს კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა. 1953 წლის 25 სექტემბერს დაქორწინდა რაისა ტიტარენკოზე (1932-1999).

1970-იანი წლების დასაწყისიდან გორბაჩოვი ცოლთან ერთად არაერთხელ ესტუმრა დასავლეთის ქვეყნებს. 1971 წელს გორბაჩოვი ჩავიდა იტალიაში, 1972 წელს ბელგიაში, 1975 წელს დასავლეთ გერმანიაში, 1976 წელს საფრანგეთში.

1978 წლამდე ეკავა პარტიული თანამდებობა და ზედამხედველობდა აგრარულ კომპლექსს სტავროპოლის მხარეში. სტავროპოლის მხარე საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ელიტური საკურორტო ადგილი იყო. სწორედ იქ გაიცნო გორბაჩოვმა კოსიგინი და ანდროპოვი. ანდროპოვთან ურთიერთობამ ხელი შეუწყო მას კარიერულ წინსვლაში. 1978 წელს აირჩიეს კომუნისტური პარტიის ცეკა-ს მდივნად. იმავე წელს გადავიდა მოსკოვში საცხოვრებლად. ცეკა-ში კურირებდა სასოფლო-სამეურნეო საკითხებს. ბრეჟნევის გარდაცვალებისა და სსრკ-ს სათავეში ანდროპოვის მოსვლის შემდეგ გორბაჩოვს თანამდებობა არ შეუცვლია, მაგრამ მიმსი გავლენა გაიზარდა.[2] ანდროპოვის გარდაცვალების და გენმდივნად ჩერნენკოს დანიშვნის შემდეგ გორბაჩოვმა ჩაიბარა იდეოლოგიური სექტორი, თანამდებობა, რაც თავად ჩერნენკოს ეკავა დანიშვნამდე, რაც ითვლებოდა მეორე თანამდებობად პარტიულ იერარქიაში. გორბაჩოვი გახდა ასევე უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის ხელმძღვანელი.

1983 წლის მაისში გორბაჩოვი (გენერალური მდივნის, ანდროპოვის ნებართვით) კანადაში გაემგზავრა. ამან გორბაჩოვს დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში პოპულარობა მოუტანა. ალექსანდრე იაკოვლევი იხსენებს, რომ კანადის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი იყო პირველი დასავლელი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც გორბაჩოვს შეხვდა. სხვა კანადელ პოლიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ გორბაჩოვმა სახელი გაითქვა როგორც ენერგიულმა და ამბიციურმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, რომელიც ასევე დაინტერესებული იყო დასავლური მორალური ფასეულობებით, ასევე ეკონომიკის მართვის დასავლური მეთოდებით და დემოკრატიით.  თავისი შემდეგი ვიზიტი გორბაჩოვმა 1984 წელს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის (რომელიც იმავე წლის თებერვალში, ანდროპოვის დაკრძალვაზე გაიცნო) მიწვევით განახორციელა.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გორბაჩოვმა შეერთებულ შტატებთან და დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობის გაუმჯობესება სცადა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ საბჭოთა კავშირს აღარ შეეძლო ბიუჯეტის დაახლოებით 25% სამხედრო საჭიროებებზე დაეხარჯა. ხელისუფლებაში ყოფნის წლებში გორბაჩოვმა გამოაცხადა მორატორიუმი ბირთვული იარაღის გამოცდაზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, რონალდ რეიგანთან, 1985-1988 წლებში გორბაჩოვმა ოთხი დიდი შეხვედრა ჩაატარა. პირველად გორბაჩოვი რეიგანს 1985 წლის 19 ნოემბერს, ჟენევაში შეხვდა. 1988 წლის ივნისში, მოსკოვში ვიზიტის დროს, წითელ მოედანზე რეიგანმა განაცხადა, რომ აღარ განიხილავდა საბჭოთა კავშირს როგორც ბოროტების იმპერიას. სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის როლში გორბაჩოვი 11-ჯერ შეხვდა ამერიკის პრეზიდენტებს. ხუთჯერ რეიგანს, ხოლო ექვსჯერ ჯორჯ ბუშ უფროსს. 1989-1990 წლებში გორბაჩოვმა გადამწყვეტი როლი ითამაშა გერმანიის გაერთიანებაში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Умер Михаил Горбачев. РИА Новости (2022-08-30). ციტირების თარიღი: 2022-08-29
  2. Grachev Andrei, "Gorbachev's Gamble" გვ. 44, 2008