რაისა გორბაჩოვა
რაისა გორბაჩოვა (ტიტარენკო) (დ. 5 იანვარი, 1953, რუბცოვსკი, დასავლეთ ციმბირის მხარე — გ. 20 სექტემბერი, 1999, მიუნსტერი, გერმანია) — საბჭოთა და რუსი საზოგადო მოღვაწე, სკკპ გენერალური მდივნის, სსრკ პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის მეუღლე. რამდენიმე საზოგადოებრივი პრემიის ლაურეატი, ევროპის, ამერიკის, აზიის უნივერსიტეტების საპატიო პროფესორი. ფილოსოფიური მეცნიერებების კანდიდატი.
რაისა გორბაჩოვა | |
---|---|
რუს. Раиса Максимовна Горбачёва | |
დაბადების თარიღი | 5 იანვარი, 1932[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | Rubtsovsk[2] |
გარდაცვალების თარიღი | 20 სექტემბერი, 1999[1] [2] [3] [4] (67 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მიუნსტერი |
მოქალაქეობა |
სსრკ რუსეთი |
განათლება | მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | Q96759253? და ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი |
მამა | Maxim Titarenko |
დედა | Alexandra Titarenko |
მეუღლე/ები | მიხეილ გორბაჩოვი[5] |
შვილ(ებ)ი | Irina Virganskaya |
ჯილდოები | ნადეჟდა კრუფსკაიას მედალი |
რაისას მამა რკინიგზის მუშაკი იყო და ოჯახს ხშირად უწევდა ქალაქიდან ქალაქში გადასვლა. ამის გამო სკოლების ხშირი ცვლის მიუხედავად, შესანიშნავად სწავლობდა და 1949 წ. ბაშკირეთის ქალაქ სტერლითამაქში სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, რაც საბჭოთა კავშირის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოდ მოწყობის უფლებას აძლევდა. მან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი აირჩია. მისი თანაკურსელები იყვნენ შემდგომში ცნობილი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი და მომავალი სამამულო სოციოლოგიის ლიდერი იური ლევადა. აქვე გაიცნო მომავალი მეუღლე მიხეილ გორბაჩოვი, რომელიც იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. 1953 წლის 25 სექტემბერს დაქორწინდნენ. 1955 წლიდან მიხეილის სტავროპოლის პროკურატურაში განაწილების გამო გადავიდნენ სტავროპოლში. 1957 წლის იანვარში მათ გოგონა — ირინა შეეძინათ.
1967 წ. მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „კოლმეურნე გლეხების ყოფის ახალი შტრიხების ჩამოყალიბება“.
1978 წლის დეკემბრიდან გორბაჩოვები მოსკოვში გადავიდნენ. მეუღლის გენერალურ მდივნად არჩევამდე რაისა გორბაჩოვა ლექციებს კითხულობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1985 წლიდან კი გადაერთო საზოგადოებრივ საქმიანობაზე. დ. ლიხაჩოვთან, გ. მიასნიკოვთან და კულტურის სხვა მუშაკებთან ერთად ჩამოაყალიბა კულტურის საბჭოთა ფონდი და გახდა ფონდის პრეზიდიუმის წევრი. მისი დამსახურებით ფონდის მხარდაჭერა მიიღეს ანდრეი რუბლიოვის სახელობის ძველრუსული კულტურისა და ხელოვნების, რუსეთის დეკორატიულ-გამოყენებითი და სახალხო ხელოვნების, მარინა ცვეტაევას, პუშკინის სახელობის, ბენუების ოჯახის (პეტერგოფში) და რერიხების მუზეუმებმა. ფონდი ხელს უწყობდა ასევე ეკლესიების და სამოქალაქო არქიტექტურული ძეგლების აღდგენას, საბჭოთა კავშირიდან გატანილი კულტურული ფასეულობების, ბიბლიოთეკებისა და არქივების დაბრუნებას. 1986-1991 წლებში ფონდის მიერ კულტურული მოღვაწეობისათვის მოზიდული და დახარჯული თანხა 100 მილიონი ამერიკული დოლარის ეკვივალენტური იყო.[6]
რაისა გორბაჩოვამ კარგად იცოდა ინგლისური ენა და თავისუფლად საუბრობდა მარგარეტ ტეტჩერთან და დასავლეთის სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებთან. 1991 წ. აგვისტოს პუტჩის შედეგად რაისა გორბაჩოვამ, რომელიც მეუღლეს უჭერდა მხარს რთულ დღეებში, მიკროინსულტი გადაიტანა და მხედველობა დაუქვეითდა. მიხეილ გორბაჩოვის მიერ პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ იგი ჩამოშორდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა დაჩაზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიხეილ გორბაჩოვმა რამდენიმე წიგნი დაწერა, სადაც ფაქტებისა და რიცხვების დადგენაზე რაისამ უდიდესი სამუშაო შეასრულა. 1997 წელს ჩამოაყალიბა რაისა მაქსიმოვნას კლუბი და ხელმძღვანელობდა მას. კლუბი ეხმარებოდა ბავშვთა საავადმყოფოებს, პროვინციებში მცხოვრებ პედაგოგებს, რომლებიც მუშაობდნენ „რთულ ბავშვებთან“. ამჟამად კლუბის პრეზიდენტი მისი ქალიშვილია.
1999 წლის ივლისში აღმოაჩნდა სისხლის მძიმე დაავადება — ლეიკოზი. მკურნალობდა გერმანიაში, მიუნსტერის სამედიცინო კლინიკაში. ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარების შემდეგ მკვეთრად დაუქვეითდა იმუნიტეტი და მდგომარეობა გაუუარესდა. 20 სექტემბერს კი გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 2.2 http://www.gorby.ru/en/gorbacheva/biography/ — The Gorbachev Foundation.
- ↑ 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 4.0 4.1 Munzinger Personen
- ↑ Gaddis J. L. The Cold War: A New History — 1 — USA: Penguin Books. — P. 229. — ISBN 978-0-14-303827-6
- ↑ Российский Фонд Культуры