მურზაყან დადეშქელიანი
მურზაყან ციოყის ძე დადეშქელიანი (დ. 5 ივნისი, 1891, მესტია, — გ. 1937) — ქართველი მომღერალი და ლოტბარი, ქართული (ძირითადად სვანური) მუსიკალური ფოლკლორის მცოდნე და პოპულარიზატორი.
მესტიის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი. კრებდა და სწავლობდა ადგილობრივ სიმღერებს ს. გულედანთან, ილია ფალიანთან და სხვებთან ერთად. აღადგინა, ჩაწერა და დაამუშავა არაერთი სვანური ხალხური სიმღერა. 1933 წელს ჩამოაყალიბა ფოლკლორული ანსამბლი „ლილე“. 1937 წელს რეპრესირებულ იქნა და უკვალოდ დაიკარგა. მისი შემოქმედებითი ტრადიციები „ლილეში“ განაგრძო ჯოკია მეშველიანმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გელოვანი ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 248.