გიორგი ჩაკვეტაძე (პოლიტიკოსი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გიორგი ჩაკვეტაძე (დ. 3 ნოემბერი, 1994, ქუთაისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2023 წლიდან.

გიორგი ჩაკვეტაძე
გიორგი ჩაკვეტაძე
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 აპრილი, 2023 – დღემდე
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი

ქალაქ თბილისის მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2021 – 2023

ქალაქ თბილისის მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2017 – 2021

„ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2016 – დღემდე

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 აპრილი, 2023 – დღემდე

დაბადებული3 ნოემბერი, 1994 (1994-11-03) (30 წლის)
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს 2021 წლის პროპორციული სიის წარდგენა

დაიბადა 1994 წლის 3 ნოემბერს. 2016 წელს დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტი (სამართლის ბაკალავრი). 2017 წელს დაამთავრა გლაზგოს უნივერსიტეტი (საერთაშორისო სამართლის მაგისტრი). 2014–2015 წლებში მონაწილეობდა ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გაცვლით პროგრამაში.

2016 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალისტი. 2016 წლიდან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2018 წელს, მისი თავმჯდომარეობის პერიოდში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია IUSY-ს (ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება) წევრი გახდა.[2]

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩაკვეტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის 127-ე ნომერი იყო.[3] 2017 წელს გიორგი ჩაკვეტაძე „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის მე-6 ნომრად წარადგინეს.[4] 2017–2021 წლებში ქალაქ თბილისის მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2021 წელს გიორგი ჩაკვეტაძე ქალაქ თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მეოთხე ნომრად წარადგინეს.[5][6] 2021–2023 წლებში ქალაქ თბილისის მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. საკრებულოში მუშაობის პერიოდში იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრი.

საქართველოს პარლამენტის წევრი

რედაქტირება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გიორგი ჩაკვეტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის 65-ე ნომრად დასახელდა.[7]

2023 წლის 4 აპრილიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. ჩაკვეტაძემ პარლამენტში გიორგი ამილახვარი შეცვალა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა.[8] 2023 წლის 18 აპრილს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, მან თანამდებობაზე მარიამ ლაშხი შეცვალა. კომიტეტმა გიორგი ჩაკვეტაძის კანდიდატურას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა.[9] 2023 წლის 10 აპრილიდან არის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გიორგი ჩაკვეტაძის ქონებრივი დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-06-22. ციტირების თარიღი: 2023-06-22.
  2. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია IUSY- ს წევრი გახდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-06-25. ციტირების თარიღი: 2023-06-22.
  3. ქართული ოცნების 155-კაციანი საარჩევნო სია ცნობილია
  4. კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ პარტიული სია წარადგინა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-06-22. ციტირების თარიღი: 2023-06-22.
  5. კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა
  6. თბილისის საკრებულოს პროპორციული სია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-06-22. ციტირების თარიღი: 2023-06-22.
  7. საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია[მკვდარი ბმული]
  8. ვინ არის გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც პარლამენტში გიორგი ამილახვარს შეცვლის?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-06-22. ციტირების თარიღი: 2023-06-22.
  9. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე გახდა