ირაკლი (დაჩი) ბერაია (დ. 23 ივლისი, 1976, ხობი) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი.

დაჩი ბერაია
დაბ. სახელი ირაკლი ბერაია
დაბადების თარიღი 23 ივლისი, 1976 (1976-07-23) (48 წლის)
დაბადების ადგილი ხობი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით.

2001 წელს სს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ შიკრიკი; 2001-2004 წლებში სს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ სპეციალისტ-შემფასებელი, მთავარი სპეციალისტ-შემფასებელი; 2004-2008 წლებში სს ბანკი „ქართუს“ — საკრედიტო მენეჯერი; 2008 წელს სს ბანკი „ქართუს“ სესხების ადმინისტრირების და მეთოდოლოგიის განყოფილების უფროსი; 2008-2013 წლებში სს ბანკი „ქართუს“ სესხების ადმინისტრირების და მეთოდოლოგიის განყოფილების უფროსი-საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2013-2016 წლებში სს ბანკი „ქართუს“ ცენტრალიზებული ადმინისტრირების დეპარტამენტის დირექტორი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხობის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება