დავით საგანელიძე
დავით საგანელიძე (დ. 17 ივნისი, 1959, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, ექიმი, იურისტი, პოლიტიკოსი.
დავით საგანელიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 17 ივნისი, 1959 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1998 წელს — საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი, 2001 წელს საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2002 წელს ბიზნეს-სკოლის სრული კურსი. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან „ახალი მემარჯვენეები“. 2008 წლის 7 ივნისიდან 20 ივნისამდე — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (დიდუბის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“. 2012-2015 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.