მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი (დ. 11 ივნისი, 1990, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020-2021 წლებში. არის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

მარიამ ქვრივიშვილი
დაბადების თარიღი 11 ივნისი, 1990 (1990-06-11) (33 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
მეუღლე/ები ოთარ ბერიშვილი

ბიოგრაფია რედაქტირება

2010-2012 წლებში იყო შპს „აჭარა ჯგუფის“ ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელის მოადგილე. 2012-2014 წლებში იყო სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე. 2014-2019 წლებში იყო შპს „ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორი; ა/კ flydubai-ს რეგიონალური მენეჯერი საქართველოში. 2019-2020 წლებში იყო სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 25 მაისამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2] 2021 წლის 24 მაისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.[3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ქონებრივი დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-04. ციტირების თარიღი: 2020-12-04.
  2. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2020.
  3. „მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა“. www.interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 25 მაისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)