დავით კაჭარავა

ქართველი მორაგბე

დავით კაჭარავა (დ. 16 იანვარი, 1985, თბილისი) — ქართველი მორაგბე და პოლიტიკოსი.

დავით კაჭარავა
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 16 იანვარი, 1985(1985-01-16)[1] (39 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
სიმაღლე 185 სმ
წონა 100 კგ
ინფორმაცია კლუბის შესახებ
პოზიცია centre
ეროვნული ნაკრები

მას ნათამაშები აქვს „ბასტიას“, „ნაისის“ შემადგენლობაში 2009/10—2011/12 წლებში, „როდეზის“ შემადგენლობაში „ფედერალ 1-ის“ (ფრანგ. Fédérale 1) ჩემპიონატში. 2013 წლიდან 2020 წლამდე კაჭარავა რუსეთის ჩემპიონატში სარაგბო კლუბ „ენისეის“ შემადგენლობაში თამაშობდა.

2006 წლიდან მოყოლებული დავითმა საქართველოს ნაკრების მაისურით 122 თამაში ჩაატარად და საკუთარ გუნდს 125 ქულა მოუტანა.

კაჭარავა საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ირიცხებოდა 2007, 2011 და 2015 და 2019 წლების რაგბის მსოფლიო ჩემპიონატებში.

2020 წლის 10 სექტემბერს დასახელდა „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-16 ნომრად ამავე წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.[2] 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[3]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

საუბრობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე.

ტიტულები

რედაქტირება
  • რუსეთის ჩემპიონი (4): 2014, 2016, 2017, 2018
  • რუსეთის თასი (3): 2014, 2016, 2017
  • რუსეთის სუპერთასი (3): 2014, 2015, 2017
  • ევროპის კონტინენტური ფარი (2): 2016/17, 2017/18

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება