ევროსკეპტიციზმიტერმინი, რომელიც აღნიშნავს სკეპტიკურ ან ნეგატიურ დამოკიდებულებას ევროკავშირში ინტეგრაციისადმი. ევროსკეპტიციზმი, როგორც ცნება, 1971 წელს დიდ ბრიტანეთში, ევკროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა შორის წარმოიშვა. ამ დროიდან მოყოლებული ტერმინი გავრცელდა სხვა ევროპულ ქვეყნებშიც. გარდა ევროკავშირში ინტეგრაციისა, ევროსკეპტიკოსები გამოდიან კავშირის სხვა ცალკეული პოლიტიკის წინააღმდეგ, როგორებიცაა: ერთიანი ვალუტა, ევროკონსტიტუცია, სუპერნაციონალური ფორმირებები, კავშირის ფედერალიზაცია და ა.შ.

ყველაზე ხშირად ევროსკეპტიკოსები გამოდიან ნაციონალური სახელმწიფოების მხარდასაჭერად და გამოთქვამენ საშიშროებას, რომ გრძელვადიანი ინტეგრაცია ეჭვქვეშ დააყენების მათი ქვეყნების ნაციონალურ სუვერენიტეტს. მიუხედავად ამისა ევროსკეპტიციზმი არ არის მკაცრად ფორმირებული იდეოლოგია. განსხვავებული ქვეყნების წარმომადგენლები დამოუკიდებლად გამოთქვამენ საკუთარ უკმაყოფილებას კავშირის გარკვეული ასპექტების მიმართ. ევროსკეპტიკოსების მიზნები ასევე ხშირად განსხვავდება — კავშირიდან სრულიად გამოსვლა თუ კავშირიდან გამოუსვლელად, მის რეფორმირების სურვილამდე.

ევროსკეპტიკოსების ახალი ტალღა დაკავშირებულია მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისთან.

2016 წლის 3 მარტს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ბულგარეთის ოსმალეთის იმპერიის უღლიდან განთავისუფლების 138-ე წლისთავისადმი გამართულ საპროტესტო აქციაზე, პარტია „ატაკას“ მომხრეებმა გადათელეს ევროკავშირის დროშა.[1]

2016 წლის 23 ივნისს, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 51,89%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლას.[2]