მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე (დ. 24 ნოემბერი, 1978, თბილისი) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის წევრი და პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.
მამუკა მდინარაძე | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 24 ნოემბერი, 1978 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | სამართლის დოქტორი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ |
საქმიანობა | იურისტი, პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია რედაქტირება
დაიბადა 1978 წლის 24 ნოემბერს, ქალაქ თბილისში. 2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1996-2001 წლებში იყო შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტი სტაჟიორი. 1999-2006 წლებში იყო დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი. 2001-2004 წლებში იყო ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი. 2004 წლიდან იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2007-2014 წლებში — სას „თბილისის იურიდიული ცენტრის“ მმართველი პარტნიორი და ადვოკატი. 2009 წელს დააფუძნდა (ა)აიპ „სამართლის მონიტორინგის ცენტრი“ და იყო მისი ხელმძღვანელი 2014 წლამდე. 2014-2016 წლებში იყო „ადვოკატთა ალიანსის“ თავმჯდომარე. 2014 წელს იყო „ლიგალ კონსალტინგ გრუპის“ ადვოკატი და სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი. 2014-2016 წლებში — საქართველოს პარალიმპიური ფონდის პრეზიდენტი. 2015 წელს დააფუძნა შპს „მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატები“, 2016 წლამდე იყო მისი მმართველი პარტნიორი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის დიდი დიღმის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2016-2019 წლებში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2020.