გიორგი კახიანი (დ. 10 დეკემბერი, 1973, თბილისი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

გიორგი კახიანი
დაბადების თარიღი 10 დეკემბერი, 1973 (1973-12-10) (51 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
საქმიანობა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პოლიტიკოსი, იურისტი, პროფესორი

1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1999-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოში, მოსამართლის თანაშემწედ. 2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის წევრი, უფროსი მასწავლებელი; 2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტში, მთავარ მრჩეველად. 2007-2011 წლებში კი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; 2001 წლიდან კი ასოცირებული პროფესორი. 2013-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (სამტრედიის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2013-2019 წლებში ეკავა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. 2019 წელს დაინიშნა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერად.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება