თორნიკე რიჟვაძე

ქართველი სამართალმცოდნე და პოლიტიკოსი

თორნიკე რიჟვაძე (დ. 25 მარტი, 1989, ხულო, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ) — ქართველი სამართალმცოდნე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 2018 წლის 21 ივლისიდან.

თორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა21 ივლისი, 2018
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი
წინამორბედიზურაბ პატარაძე

დაბადებული25 მარტი, 1989 (1989-03-25) (35 წლის)
ხულო, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
მამადავით რიჟვაძე
დედაელიზაბეტ რიჟვაძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

თორნიკე რიჟვაძე დაიბადა 1989 წლის 25 მარტს, დაბა ხულოში.

განათლება

რედაქტირება

თორნიკე რიჟვაძე 2006-2007 წლებში იყო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) სტიპენდიატი, სადაც მიიღო პასო რობლეს საშუალო სკოლის დიპლომი (კალიფორნია, აშშ). 2007-2011 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა სამართლის ბაკალავრის სპეციალობით; არის 2010 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილე (პეპპერდინის უნივერსიტეტი, მალიბუ, კალიფორნია); 2011-2014 წლებში სწავლობდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა ბიზნესის მაგისტრის, საერთაშორისო ბიზნესის სპეციალიზაციით; 2012 წელს სწავლობდა ლიჰაის უნივესტიტეტში (პენსილვანია, აშშ). არის ლი იაკოკას და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიატი - The Global Village for Future Leaders of Business and Industry; Exclusive Leadership Program; 2012-2013 წლებში სწავლობდა სიტის უნივერსიტეტში, ლონდონში (ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩივინგის პროგრამის სტიპენდიანტით), რომელიც დაამთავრა სამართლის მაგისტრის სპეციალობით, LLM- საერთაშორისო ბიზნეს სამართალი. დისერტაცია: „Project finance: Does it really eliminate agency problems or promote opportunistic behavior? The Case of Eurotunnel”.

2015 წელს ჩააბარა კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტზე, დოქტორანტურაზე; 2017 წელს კი ოჯახური გარემოების გამო, საკუთარი ნებით გაირიცხა და ვერ დაასრულა სწავლა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად უნივერსიტეტმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც 2022 წლის 7 მარტს თორნიკე რიჟვაძემ ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ვინ დაიწყო ომი — რუსეთმა თუ უკრაინამ, თქვა, რომ ეს დარგის ექსპერტებმა იციან.[1]

2017 წლიდან სწავლობდა ფლორენციის რეგულირების სკოლაში - ენერგო სექტორის რეგულირებაზე.

სამუშაო გამოცდილება

რედაქტირება

2018 წლის 21 ივლისიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდოამარეა;[2] 2017 წლის 26 დეკემბერამბრიდან იყო სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი; 2017 წლის 24 ივლისიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; 2013-2017 წლებში შპს აჭარისწყალი ჯორჯია (TATA POWER, CLEAN ENERGY INVEST, IFC -ის ერთობლივი საწარმო), იურიდიული დირექტორი (2015-2017), იურიდიული მრჩეველი (2013-2015); 2014-2016 წლებში აჭარის ა.რ. მთავრობის ეკონომიკური საბჭო, მრჩეველი საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში; 2011-2012 წლებში „ოუფენ რევოლუშენ ჯორჯია”, აჭარის რეგიონალური მენეჯერი; 2010-2011 წლებში გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ბიზნეს კონსულტანტი/დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინატორი; 2007–2013 წლებში სამეწარმეო და საკონსულტაციო საქმიანობა, დონორების დაფინანსებული პროექტების მენეჯმენტი (EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის (TAM BAS) პროგრამა) 2012-2013 წლებში გაიარა სტაჟირება ფინანსური ინოვაციების შემსწავლელ ცენტრში (CSFI), ლონდონი; 2008-2009 წლებში გაიარა სტაჟირება სი-ეიჩ-ეფ ინთერნეიშენალ (CHF International, USAID programme).

პუბლიკაციები

რედაქტირება
  • “The Investment Laws of Georgia: Key FDI Driver or Irrelevance?”;
  • International Academic Conference on Law, Politics, & Management, May 28-29, 2015;
  • Vilnius, Lithuania. Conference Papers – Law.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „კიევის უნივერსიტეტი: თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც მხარს რუსეთს უჭერს, ჩვენი დიპლომი არ აქვს“. formulanews.ge. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. თორნიკე რიჟვაძე ზურაბ პატარაძის შემცვლელად დასახელდა. ajaratv.ge. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2019.
წინამორბედი:
ზურაბ პატარაძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე

2018-დღემდე
შემდეგი: