ზურაბ პატარაძე

ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი და დიპლომატი

ზურაბ პატარაძე (დ. 12 თებერვალი, 1973, ბათუმი) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი, დიპლომატი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 2012 წლის 30 ოქტომბრიდან, 2016 წლის 6 ივლისამდე, 2018 წლის 29 აგვისტოდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

ზურაბ პატარაძე
ზურაბ პატარაძე
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა29 აგვისტო, 2018
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2016 – 2018
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
წინამორბედიარჩილ ხაბაძე
მემკვიდრეთორნიკე რიჟვაძე

დაბადებული12 თებერვალი, 1973 (1973-02-12) (51 წლის)
ბათუმი
საქართველოს დროშა საქართველო
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
საქმიანობაპოლიტიკოსი, დიპლომატი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ზურაბ პატარაძე დაიბადა 1973 წლის 12 თებერვალს, ბათუმში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკომინისტის კვალიფიკაციით. სწავლობდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში, ამავე სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის სავიზო პოლიტიკისა და სავიზო ურთიერთობის სამმართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში საერთო საკონსულო საკითხების სამმართველოს მეორე მდივნად, შემდეგ კი - ამავე დეპარტამენტის საკონსულო ურთიერთობების სამმართველოს მეორე მდივნად.

ზურაბ პატარაძეს 2012 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. წლების განმავლობაში იყო რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს მეორე მდივანი, შემდეგ კი - მრჩეველი და კონსული. მშაობდა ქ. სალონიკში საქართველოს გენერალური კონსულად. 2011-2012 წლებში ზურაბ პატარაძე იყო თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. სტამბოლი) საქართველოს გენერალური კონსული, ხოლო 2012-2013 წლებში თურქეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. 2013-2016 წლებში იყო ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის ივლისამდე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 2018 წლის 29 აგვისტოდან, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განკარგულების თანახმად, ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
არჩილ ხაბაძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე

2016-2018
შემდეგი:
თორნიკე რიჟვაძე