არჩილ ხაბაძე (დ. 11 მარტი, 1981, ბათუმი) — ქართველი პოლიტიკოსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 2012 წლის 30 ოქტომბრიდან 2016 წლის 6 ივლისამდე.

არჩილ ხაბაძე
არჩილ ხაბაძე
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2016 – 2020
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი
თავმჯდომარეირაკლი კობახიძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ოქტომბერი, 2012 (2012-10-30) – 6 ივლისი, 2016 (2016-07-06)
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი
წინამორბედილევან ვარშალომიძე
მემკვიდრეზურაბ პატარაძე

დაბადებული3 ნოემბერი, 1981 (1981-11-03) (43 წლის)
ბათუმი
საქართველოს დროშა საქართველო
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
განათლებაეკონომისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1998–2002 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტზე, 2002–2004 წლებში კი თბილისის სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტზე. არის ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრი.

2002 წლიდან მუშაობდა საბანკო-საფინანსო სექტორში სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის 2008-2012 წლებში იყო „ქართუ ბანკის“ ბათუმის ფილიალის დირექტორი.

2012 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდეგ, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დასახელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად. 2012 წლის 30 ოქტომბერს უმაღლესმა საბჭომ არჩილ ხაბაძეს და ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.[1] 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


  1. აჭარის მთავრობას დღეიდან არჩილ ხაბაძე უხელმძღვანელებს დაარქივებული 2021-09-17 საიტზე Wayback Machine. . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი
წინამორბედი:
ლევან ვარშალომიძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე

2012-2016
შემდეგი:
ზურაბ პატარაძე