ნინო წილოსანი (დ. 19 თებერვალი, 1982, თბილისი)[1]ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს ორი მოწვევის (2016, 2020) პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე (2022-), გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე.

ნინო წილოსანი
დაბადების თარიღი 19 თებერვალი, 1982 (1982-02-19) (41 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება
შვილ(ებ)ი 3
parliament.ge/ge/mp/5694

ბიოგრაფია რედაქტირება

განათლება რედაქტირება

2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა ფაკულტეტი, მაგისტრის ხარისხი. 2007 წელს გაიარა აუდიტის სასწავლო კურსი (Association of Chartered Certified Accountants); 2015 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში შეისწავლა პოლიტიკის საწყისები.

სამუშაო გამოცდილება რედაქტირება

2003-2007 წლებში იყო სს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის საფინანსო ეკონომიკური განყოფილების უფროსი. 2008-2011 წლებში ვაგონმშენებელი კომპანიის საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი. 2008-2016 წლებში - შპს „ვაგონშემკეთებელი კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ამავე კომპანიაში ეკავა საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის თანამდებობა. ასევე, იყო „წილოსანის ფონდის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი; საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. 2021 წელს გახდა WPL (Women Political Leaders) ქვეყნის ელჩი. [2]

2016 წელს წილოსანი „ქართულმა ოცნებამ“ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. პირველ ტურში მიიღო 47,04% (14 963 ხმა). [3] მეორე ტურში მიიღო 74,76% (19 227 ხმა) და არჩევნებში გამარჯვება მოახერხა. [4] 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მდივანი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნინო წილოსანი „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის 24-ე ნომრად დასახელდა.[5] 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[6] 2020 წლიდან საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

2022 წლის 14 მაისს დაფუძნდა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია. [7] ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ნინო წილოსანი. [8]

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება