ანრი ოხანაშვილი (დ. 10 ივნისი, 1985) — ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი.[1]

ანრი ოხანაშვილი
დაბადების თარიღი 10 ივნისი, 1985 (1985-06-10) (39 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრი. საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.[2] საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.[3] საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეული საპროკურორო საბჭოს წევრი. [4] პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში შექმნილი ნდობის ჯგუფის წევრი.[5] 2008 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას და 2016 წლიდან არის ასისტენტი სისხლის სამართლის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მის სახელს უკავშირდება პირველი ელექტრონული ქართულ-გერმანული სამეცნიერო ჟურნალის დაფუძნება სისხლის სამართლის სფეროში, კერძოდ, 2015 წლიდან, ანრი ოხანაშვილი არის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ[6] დაფინანსებული პროექტის - “ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ (DGStZ) სამეცნიერო რედაქტორი.[7]

განათლება

რედაქტირება

2002-2006 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც მას მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი. 2006-2008 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი სისხლის სამართლის მიმართულებით. 2009 წელს მიიღო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდია, რომლის ფარგლებშიც სწავლობდა იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც მას 2010 წელს მიენიჭა სამართლის მაგისტრის წოდება Magister Legum (LL.M.) სისხლის სამართლის მიმართულებით. 2012 წელს ანრი ოხანაშვილმა მოიპოვა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სადოქტორო საფეხურზე სწავლის სამწლიანი სტიპენდია და ამავე წლიდან გახდა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი სისხლის სამართლის მიმართულებით.[8]

ფლობს ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

საპარლამენტო საქმიანობა

რედაქტირება

2016-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობაზე. 2017-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით (ჩაანაცვლა მანანა კობახიძე), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2019 წლის 5 თებერვლიდან იკავებდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. იყო „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ „საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი;[9] ასევე, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.[10] ასევე იყო ავსტრიის რესპუბლიკის, შვეიცარიის კონფედერაციისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკების პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფების წევრი.[11]

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[12] მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.[13]

2024 წლის არჩევნებისთვის ოხანაშვილი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეცამეტე ნომრად წარადგინეს. [14]

საელჩოს ინციდენტი

რედაქტირება

2022 წლის 30 ივნისს, აშშ-ს საელჩოში, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე ანრი ოხანაშვილი და ქართული ოცნების სხვა დეპუტატები თავს ტვ პირველის დამფუძნებელს, ვატო წერეთელს დაესხნენ. ოხანაშვილის განმარტებით „წერეთელმა ყურში ისეთი რამ უთხრა, რასაც ვერ მოითმენდა“ და, როგორც თავად ამბობს, იყო მცირე შეხლა-შემოხლა. აშშ-ის საელჩომ იმ დღესვე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც საელჩო სწავლობს ინფორმაციას მათ ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ. მომხდარი დაგმო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, რომელმაც ქართული ოცნების დეპუტატებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.[15]

აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობა

რედაქტირება

2007 წლიდან ანრი ოხანაშვილს ეკავა სხვადასხვა ადმინისტრაციული და აკადემიური თანამდებობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 2010-2016 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ხოლო 2016 წლიდან არის ასისტენტი ამავე ფაკულტეტზე სისხლის სამართლის მიმართულებით. 2011 წელს დაინიშნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანაშემწედ. ამავე წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წევრი.[16]

2008-2012 წლებში ის იყო სამეცნიერო მკვლევარი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე, აგრეთვე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის (DAAD-Programm „Ostpartnerschaften“) სამეცნიერო სტიპენდიატი. მეცნიერ-თანამშრომლის სტატუსით მონაწილეობდა ფოლკსვაგენის ფონდის („VW-Stiftung“) მიერ დაფინანსებულ გერმანულ-ქართულ სამეცნიერო პროექტში სისხლის სამართალის მიმართულებით. 2008-2009 წლებში, როგორც ერთ-ერთმა სამეცნიერო შემსრულებელმა, მიიღო ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის („რუსთაველის ფონდი“) მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტი: „ევროპული სისხლის სამართლის განვითარებისათვის საქართველოში“. 2017 წლიდან არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამეცნიერო ჟურნალის „პოლიცია და უსაფრთხოება“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.[17] 2008, 2011-2012 წლებში იყო ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებს შორის არსებული სტუდენტური გაცვლითი სემინარის „აღმოსავლეთ-დასავლეთის ქსელი“ (Netzwerk Ost-West) სამეცნიერო ხელმძღვანელი.[18] ანრი ოხანაშვილის არის სამართლის დოქტორი.[19]

სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი:

რედაქტირება
  • „ევროკავშირის ფინანსური ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ თაღლითობასთან ბრძოლის რეგულაციები ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით; საქართველოს თანამშრომლობა ევროკავშირის ინსტიტუტებთან, კერძოდ, თაღლითობასთან ბრძოლის ევროპულ სამსახურთან (OLAF),” - ანრი ოხანაშვილი, (კრებული: ქართული სისხლის საპროცესო სამართალი ევროპული და საერთაშორისო სამართლის ზეგავლენის ქვეშ, მერიდიანი, 2019);
  • „ანგარიში ქართველ და გერმანელ სისხლის სამართლის პროფესორთა მეორე პროფესიული შეხვედრის შესახებ: „სისხლის სამართლის მეცნიერება გაერთიანებულ ევროპაში,“ - ანრი ოხანაშვილი/მარიო შუტცე, (გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალი (DGStZ) 1/2016);[20]
  • „თანაამსრულებლობის დასაბუთება მოქმედებაზე ფუნქციონალური ბატონობით,” - ანრი ოხანაშვილი, (გურამ ნაჭყებია - 75, საიუბილეო კრებული, მერიდიანი, 2016); “ევროპული სისხლის სამართალი,” მერაბ ტურავა/ სამეცნიერო თანამშრომლები: პროფ. ნინო გვენეტაძე, ასისტენტ-პროფ. ლავრენტი მაღლაკელიძე, ასისტენტ-პროფ. ანრი ოხანაშვილი, (მერიდიანი, თბილისი 2010);
  • „იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა (ქართული და ზოგიერთი უცხოური კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი)”, (სამართლის ჟურნალი №2 2009).[21]

მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციაში:

რედაქტირება
  • 2015 წელი - სისხლის სამართლის ქართველ და გერმანელ მეცნიერ იურისტთა მეორე პროფესიულ შეხვედრაზე სახელწოდებით „სისხლის სამართლის მეცნიერება ერთიან ევროპაში“ Strafrechtswissenschaft in einem verienten Europa” წარადგინა მოხსენება თემაზე „პირის პირადი პასუხისმგებლობა (ავტონომიის პრინციპი) და მისი გავლენა შუალობით ამსრულებლობაზე“.[22]
  • 2015 წელი - გერმანიის ქალაქ ვიტენბერგში მონაწილეობა მიიღო დოქტორანტების კოლოქვიუმში სახელწოდებით „გერმანული და ევროპული სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები“ და გერმანულ ენაზე წარადგინა მოხსენება თემაზე „ორგანიზატორი vs. ამსრულებელი ორგანიზაციული სისტემის მეშვეობით?“ Organisator vs Organisationstäter (Zur Anpassung der Beteiligungsformen auf illegalen Organisationen nach deutschem und georgischem Strafrecht).[23]
  • გერმანიის ქალაქ იენაში გამართულ გერმანულ-ქართულ სემინარზე გერმანულ ენაზე გააკეთა მოხსენება თემაზე „Kann man die Tötung von Menschen mit übergesetzlichen Gründen entschuldigen?“ („შესაძლებელია თუ არა განზრახ მკვლელობა ზეკანონური საფუძვლით გახდეს საპატიებელი?“)
  • საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ეხებოდა თემას -საკანონმდებლო ცვლილებები და განვითარების თანამედროვე ტენდენციები ქართულ სისხლის სამართალში (სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები), წარადგინა მოხსენება თემაზე „თანაამსრულებლობის დასაბუთება მოქმედებაზე ფუნქციონალური ბატონობით“.[24]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ანრი ოხანაშვილი - Parliament.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2020-07-21.
  2. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი აირჩიეს
  3. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-22. ციტირების თარიღი: 2020-07-21.
  4. საპროკურორო საბჭოს წევრები
  5. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში შექმნილი ნდობის ჯგუფის წევრები
  6. High-ranking Georgian delegation in Berlin for a working visit on telecommunications surveillance. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-21. ციტირების თარიღი: 2020-07-21.
  7. გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალი
  8. Aktuelle Doktorarbeiten - Anri Okhanashvili
  9. საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 4937-Iს
  10. საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 3531-Iს
  11. საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფები და წევრები
  12. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
  13. სია: ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით.
  14. „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა
  15. ინციდენტზე მგალობლიშვილიც ჰყვება — ისიც იმავე მესიჯბოქსით
  16. ანრი ოხანაშვილი - Parliament.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2020-07-21.
  17. ანრი ოხანაშვილი - Parliament.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2020-07-21.
  18. ანრი ოხანაშვილი - Parliament.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2020-07-21.
  19. ანრი ოხანაშვილი - Parliament.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2020-07-21.
  20. ანგარიში ქართველ და გერმანელ სისხლის სამართლის პროფესორთა მეორე პროფესიული შეხვედრის შესახებ
  21. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტი - სამართლის ჟურნალი #2, 2009
  22. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ანრი ოხანაშვილის ბიოგრაფია[მკვდარი ბმული]
  23. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ანრი ოხანაშვილის ბიოგრაფია[მკვდარი ბმული]
  24. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ანრი ოხანაშვილის ბიოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-22. ციტირების თარიღი: 2020-07-22.