მანანა კობახიძე (დ. 3 თებერვალი, 1968, თბილისი) — ქართველი თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, იურისტი, პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 2012-2016 წლებში. ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე.

მანანა კობახიძე
დაბადების თარიღი 3 თებერვალი, 1968 (1968-02-03) (56 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1985-1990)

თბილისის იურიდიული ინსტიტუტი (1998-2003)
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
საქმიანობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 2012-2016 წლებში, პარტიის თავმჯდომარე (2012-2013)

ბიოგრაფია

რედაქტირება

1985-1990 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე, ხოლო 1998-2003 წლებში თბილისის იურიდიულ ინსტიტუტში. 1990-1991 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელე-რადიო დეპარტამენტში კორესპონდენტად, 1991-2001 წლებში იყო თბილისის 54-ე საჯარო სკოლის პედაგოგი. 1995-1996 წლებში მუშაობდა სპეციალისტად თბილისის მერიის განათლების სამმართველოს პედაგოგიურ ინოვაციათა ცენტრში. 2004-2009 წლებში იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ გამგეობის თავმჯდომარე, მოგვიანებით კი აღმასრულებელი დირექტორი. მანანა კობახიძე არის ორგანიზაციის „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ დამფუძნებელი, გამგეობის წევრი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (საჩხერის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 2012-2016 წლებში. 2016-2017 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2017 წლიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება