თენგიზ შარმანაშვილი

თენგიზ შარმანაშვილი (დ. 12 აგვისტო, 1964, თბილისი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

თენგიზ შარმანაშვილი
დაბადების თარიღი 12 აგვისტო, 1964 (1964-08-12) (60 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო1996 წელს იგივე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“. 2023 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1964 წლის 12 აგვისტოს, ქ. თბილისში. 1981 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-5 საშუალო სკოლა.1986 წელს დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1996 წელს დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობა დაიწყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის, მეცნიერ-თანამშრომლად ( 1986-1992 ) ;შემგომ მუშაობა გააგრძელა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნული უმცირესობის განყოფილების გამგედ (1992-1993); 1993 წელს იყო -საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიასთან (კონფლიქტის პერიოდში, ოფისი სოხუმში). 1994-1995 წლებში იყო ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების (სოჭი, ოთხმრივი, გაეროსა და რუსეთის მონაწილეობით) ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი; 1993-1995 წლებში იყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 2000 წელს მუშაობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსად. 2000-2004 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2004-2005 წლებში იყო ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე. 2005-2006 წლებში მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სპეციალისტის თანამდებობაზე. 2006-2009 წლებში მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამა - დეცენტრალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ანალიტიკოსად. 2009-2010 წლებში იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი. 2011.03-2016 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში. იყო სომხეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დუაენი. 2016 წლიდან 2023 წლამდე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი. იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისის წევრი 2016 წელს. არაერთგზის იყო საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი. 2023 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ (ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლე).[1] არის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

მეუღლე და ორი შვილი.

დიპლომატიური რანგი

რედაქტირება

2010 წელს მიენიჭა სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანის დიპლომატიური რანგი

სპეციალური წოდება

რედაქტირება

2002 წელს მიენიჭა იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის წევრებად გიორგი ჩაკვეტაძის, თენგიზ შარმანაშვილის, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანის და ირაკლი კირცხალიას უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელა“. საქართველოს პარლამენტი. 4 აპრილი, 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-06-21. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)