ირაკლი კოვზანაძე (დ. 29 მაისი, 1962, ქუთაისი) — ქართველი ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მათემატიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი.

ირაკლი კოვზანაძე
დაბადების თარიღი 29 მაისი, 1962 (1962-05-29) (62 წლის)
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
საქმიანობა საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი

1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულატეტი, ხოლო 1995 წელს ეკონომიკის ფაკულტეტი. 1987 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის ასპირანტურა. ლონდონის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი, საერთაშორისო უმაღლესი საფინანსო და საბანკო სკოლა.

1984-1987 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის ასპირანტი. 1988-1990 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკის კათედრის უფროსი ლაბორანტი. 1990-1991 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის უფროსი მასწავლებელი. 1991-1999 წლებში — იმავე უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის დოცენტი. 1993-1998 წლებში სააქციო საზოგადოება „კომერციული ბანკი კრწანისი“, მარკეტინგისა და სავალუტო ოპერაციების განყოფილების უფროსი, გამბეობის თავმჯდომარის მოადგილე, გამგეობის თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი; 1998-2003 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „გაერთიანებული ქართული ბანკის“, გენერალური დირექტორი; 2003 წლიდან — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსებისა და კრედიტის კათედრის პროფესორი, კათედრის გამგე; 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები “. 2008-2012 წლებში იყო ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი. 2012-2015წლებში იყო სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2015-2016 წლებში კი საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური ზედამხედველობის საბჭოს თავმჯდომარე. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

2020 წლიდან 2023 წლის 24 მარტამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება