ნათია მეზვრიშვილი
ნათია მეზვრიშვილი (დ. 19 აპრილი, 1985, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი 2019 წლის 2 ოქტომბრიდან 2020 წლის 23 ნოემბრამდე.
ნათია მეზვრიშვილი | |
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 ოქტომბერი, 2019 – 23 ნოემბერი, 2020 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი გახარია |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2017 – 2019 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია |
დაბადებული | 19 აპრილი, 1985 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ცინცინატის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა |
პროფესია | იურისტი; პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1985 წლის 19 აპრილს, ქალაქ თბილისში. 2002-2006 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (ბაკალავრის ხარისხი). 2006-2008 წლებში იყო სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზის მაგისტრატურაზე.
2006-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი. 2007-2009 წლებში იყო ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი. 2009 წელს იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი. 2009-2010 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი. 2010-2012 წლებში მეზვრიშვილი იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი. 2012-2013 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი. 2013 წელს იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის იურიდიული სამმართველოს უფროსი. 2010-2015 წლებში — მიწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2012 წლიდან არის მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2014 წლიდან არის ასისტენტ-პროფესორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. 2013 წლიდან არის საქართველოს მთავარი პროკურატურა, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი. 2016-2017 წლებში სწავლობდა ცინცინატის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მაგისტრატურაზე. 2017-2019 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
2019 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად. 2020 წლის 23 ნოემბერს მეზვრიშვილი გადადგა.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს“. kvirispalitra.ge. 2020-11-23. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება)