ბექა ლილუაშვილი
ბექა ლილუაშვილი (დ. 20 სექტემბერი, 1991, ქუთაისი[1]) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი. საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი. პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი.
ბექა ლილუაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 სექტემბერი, 1991 |
დაბადების ადგილი | ქუთაისი |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია |
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო (ყოფილი) საქართველოსთვის |
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
2013–2014 წლებში იყო სს „პროკრედიტ ბანკის“ მცირე ბიზნესის კლიენტთა მრჩეველი. 2014 წელს სს „ბანკი კონსტანტას“ ბიზნესის დაკრედიტების ექსპერტი. 2014–2016 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში — ეკონომიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მრჩევლად (II კატეგორია); 2016 წელს — ეკონომიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მრჩევლად (I კატეგორია). 2017 წელს იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ზრდის ანალიზის დეპარტამენტის კონსულტანტი (I კატეგორია). 2017 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს უფროსი. 2017–2018 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტში. 2018–2019 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევისა და რეფორმების სამმართველოს უფროსი. 2019 წელს ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2019–2020 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბექა ლილუაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქონებრივი დეკლარაცია[მკვდარი ბმული]
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.