მიხეილ დაუშვილი (დ. 14 დეკემბერი, 1990, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი. იკავებდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას (2019-2020).

მიხეილ დაუშვილი
დაბადების თარიღი 14 დეკემბერი, 1990 (1990-12-14) (34 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო (ყოფილი)
საქართველოსთვის

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1990 წლის 14 დეკემბერს. 2014 წელს დაამთავრა ილიას უნივერსიტეტი (სამართალმცოდნეობის სპეციალობით). 2010-2015 წლებში მუშაობდა იურისტის პროფესიით. 2015-2016 წლებში ეკონომიკური საბჭოს აპარატის სამართლებრივი მრჩეველი. 2016-2017 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი. 2017 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 2017-2019 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დირექტორი. 2019-2020 წლებში საქართველოს ბიზნესომბუდსმენი.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქონებრივი დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-20. ციტირების თარიღი: 2020-12-08.
  2. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.