ბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძე (დ. 10 ივლისი, 1960, ქუთაისი) — ქართველი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი.
ბადრი ჯაფარიძე | |
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 დეკემბერი, 2020 – 15 თებერვალი, 2022 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
დაბადებული | 10 ივლისი, 1960 ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1985 წელს მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა. 1985 წლიდან იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის კათედრის ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი.
1990 - 1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (ონის მაჟორიტარი), ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992 - 2019 წლებში იყო „თი-ბი-სი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, 1995-2019 წლებში დირექტორატის წევრი.
2004 წლიდან ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორატის წევრი. გამოქვეყნებული აქვს 10 სამეცნიერო ნაშრომი.
2020 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ გენერალური მდივანი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ლელო საქართველოსთვის“.[1]
2022 წლის 15 თებერვალს ბადრი ჯაფარიძეს შეუწყვიტეს სადეპუტატო უფლებამოსილება, რის მიზეზიც გახდა სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბადრი ჯაფარიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ბადრი ჯაფარიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2020.
- ↑ პარლამენტმა კახა კუჭავას, ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა