ლონდა თოლორაია
ლონდა თოლორაია (დ. 1 დეკემბერი, 1984) — ქართველი სახელმწიფო მოღვაწე. 2019 წლის 11 ივნისამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.[2] 2019 წლის 11 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე აირჩია და 3 ივლისიდან ახორციელებდა უფლებამოსილებას.[3]
ლონდა თოლორაია | |
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 ივლისი, 2019[1] – 1 მარტი, 2022 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია ირაკლი ღარიბაშვილი |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 იანვარი, 2018 – 11 ივნისი, 2019 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
დაბადებული | 1 დეკემბერი, 1984 |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება
რედაქტირება2002-2006 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობაზე, ხოლო 2006-2008 წლებში მიენიჭა სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი.[4]
საქართელოს მთავარი პროკურატურა
რედაქტირებალონდა თოლორაია 2009 წლის თებერვალიდან - 2009 წლის აგვისტომდე იყო ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი. 2009 წლის აგვისტო-თებერვალში კი, ანალიტიკური სამმართველოს პროკურორი საქართველოს მთავარი პროკურატურაში. 2010 წლიდან კოორდინაციას უწევდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს, მათ შორის განრიდება-მედიაციის პროგრამას საქართველოს პროკურატურაში.[5]
2010 წლიდან არის ტრენერი თემებზე:
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება
- სისხლის სამართლის პროცესი;
- სასამართლო უნარ-ჩვევები;
- დაკავებისა და პატიმრობის ევროპული სტანდარტები;
- გამოძიების ელექტრონული პროგრამა.
2010 წლის თებერვალიდან დეკემბერამდე იყო მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი.[6] 2010 (დეკემბერი) - 2012 (დეკემბერი) წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის, ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით და აქტიური მონაწილეობით დაინერგა პროკურატურაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი, განხორციელდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პროკურორთა და გამომძიებელთა გადამზადება. მისი ინიციატივით საქართველოს ყველა რეგიონში შეიქმნა არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური ჯგუფები მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების, ადვოკატების, სოციალური მუშაკების, მედიატორებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით. ჩართული იყო არასრულწლოვანზე ორიენტირებული გარემოს კონცეფციის შექმნისა და არასრულწლოვანთა შესახებ მონაცემთა შეგროვების სრულყოფის პროცესში. ასევე, მონაწილეობას იღებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, დაკავებისა და პატიმრობის სტანდარტებში, პროკურორთა გადამზადებაში. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა გამოძიების ელექტრონული პროგრამის, ასევე, პროკურორთა შეფასების სისტემის დანერგვა, პროკურატურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. კოორდინირებას უწევდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურს და მათ საქმიანობას. ხელმძღვანელობდა პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დანერგვის პროცესს. ლონდა თოლორაია საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2012 წლის დეკემბერიდან - 2013 წლის სექტემბრამდე იყო ინოვაციური პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი და 2013 წლის სექტემბერიდან - 2016 ნოემბრამდე ანალიტიკური სამმართველოს უფროსი. 2016 წლის ნოემბერიდან - 2018 წლის თებერვლამდე - საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.[7]
საგანმანათლებლო კარიერა
რედაქტირება2016 წლიდან დღემდე არის მიწვეული ლექტორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (საგანი - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება) და 2017 წლიდან დღემდე მიწვეული ლექტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში (საგანი - სისხლის სამართალი).[8]
შინაგან საქმეთა სამინისტრო
რედაქტირებაადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი
რედაქტირება2018 წლის 11 იანვარს, გიორგი გახარიას მინისტრად დანიშვნიდან 1 თვეში, სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი,[9] რომელსაც ევალება უზრუნველყოს დროული რეაგირება და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება ისეთი კატეგორიის საქმეებზე როგორიცაა: ოჯახური დანაშაული, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაული, ტრეფიკინგი, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაული. ლონდა თოლორაია დეპარტამენტს შექმნის დღიდან ხელმძღვანელობდა.[10]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ სახელმწიფო ინსპექტორი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საიტი. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2023
- ↑ შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ დეპარტამენტს ლონდა თოლორაია უხელმძღვანელებს
- ↑ პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია
- ↑ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაინიშნენ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-12. ციტირების თარიღი: 2018-08-29.
- ↑ შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ დეპარტამენტს ლონდა თოლორაია უხელმძღვანელებს - On.ge
- ↑ სამუშაო გამოცდილება - Police.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-12. ციტირების თარიღი: 2018-08-29.
- ↑ პროფესიული გამოცდილება - Police.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-12. ციტირების თარიღი: 2018-08-29.
- ↑ საგანმანათლებლო კარიერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-12. ციტირების თარიღი: 2018-08-29.
- ↑ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-25. ციტირების თარიღი: 2018-08-29.
- ↑ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაინიშნენ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-12. ციტირების თარიღი: 2018-08-29.