ძველი თბილისის რაიონი

კოორდინატები: 41°41′30″ ჩ. გ. 44°48′16″ ა. გ. / 41.691833° ჩ. გ. 44.804472° ა. გ. / 41.691833; 44.804472

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ძველი თბილისი.

ძველი თბილისის რაიონითბილისის ადმინისტრაციული რაიონი 2007-2013 წწ, რომლის საზღვრები მეტწილად ძველი თბილისის ისტორიულ საზღვრებს ემთხვეოდა. ძველი თბილისის რაიონი შეიქმნა მანამდე არსებული მთაწმინდის, კრწანისის, ჩუღურეთის, ვაკის და ისნის რაიონების უბნების ნაწილის გაერთიანების ხარჯზე, და შესაბამისად, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე ვრცელდებოდა. რაიონს არსებობის მანძილზე სულ 3 გამგებელი ჰყავდა. 2013 წლის ხელ-ახალი რეფორმის საფუძველზე, რაიონი გაუქმდა და შემადგენელი უბნები კვლავ ადრინდელი სახით გადანაწილდა ახალ რაიონებზე.

თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების და რაიონების რუკა.

ძველი თბილისის რაიონი აერთიანებდა XIX საუკუნის ურბანულ განაშენიანებას მეტწილად ეკლექტური არქიტექტურით, რომელთაგან რამდენიმე ნაგებობა V საუკუნით თარიღდება. ქალაქის XIX საუკუნემდელ ნაწილს დღეისთის თითქმის აღარ მოუღწევია 1795 წელს სპარსელების შემოსევის გამო. ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობათა შორისაა ეკლესიები, მუზეუმები, გოგირდის აბანოები და ვიწრო ქუჩები ჩუქურთმიანი ხის აივნებით.

საზღვრები

რედაქტირება

„თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის“ ქვეშ ტექსტში ყველგან იგულისხმება ადმინისტრაციული საზღვარი, რომელიც მოქმედებდა 2007 წლამდე.

 
ბაზრის მოედანი, მეიდანი, 1848 წ.
 
რუსთაველის გამზირი XIX ს.
 
აბანოთუბანი

საზღვარი ისანი-სამგორის რაიონთან

რედაქტირება

საზღვრის საწყისია „არსენალსა“ და „ელიას“ დასახლებას შორის არსებული ხევის რკინიგზის ხაზთან გადაკვეთის წერტილი, საიდანაც საზღვარი რკინიგზის ხაზს მთლიანად ტოვებს რა ისანი-სამგორის რაიონის ტერიტორიის ფარგლებში, მიჰყვება მას თელავის ქუჩის გადაკვეთამდე და შემდეგ მიჰყვება თელავის ქუჩის ღერძს ქეთევან წამებულის (შაუმიანის ქ.) გამზირის ღერძის გადაკვეთამდე, უხვევს მარჯვნივ და გასდევს ქეთევან წამებულის გამზირის ღერძს 300 არაგველის აღმართის დასაწყისამდე, სადაც უხვევს მარცხნივ და 300 არაგველის ობელისკის მიმართულებით წარმოსახვითი სწორით მიემართება მდინარე მტკვარის ღერძამდე, შემდეგ მიუყვება მდინარე მტკვრის ღერძს პეტრე ბაგრატიონის ძეგლამდე, უხვევს და მარჯვნივ იტოვებს რესტორან კრწანისს ავტოსადგომით და უერთდება გორგასლის ქუჩის ღერძს; აქედან საზღვარი მიუყვება გორგასლის ქუჩის ღერძს ბევრეთის ქუჩის ღერძის გადაკვეთამდე, უხვევს მარჯვნივ ბევრეთის ქუჩაზე და გასდევს მას ბევრეთის ქუჩის ბოლო წერტილამდე, შემდეგ საზღვარი აუვლის კარიერს ჩრდილოეთის მხრიდან, მიუყვება თაბორის ქედის სამხრეთით მდებარე ხევის კალაპოტს „თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრამდე“.

საზღვარი დიდგორის რაიონთან

რედაქტირება

მიუყვება „თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვარს“ კოჯრის გზატკეცილამდე, გასდევს კოჯრის გზატკეცილის ღერძულა ხაზს ოქროყანის განაშენიანების ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვრამდე, შემოუვლის ოქროყანის დასახლებას მთაწმინდის პარკის საკადასტრო ერთეულის საზღვრის გადაკვეთამდე, მიუყვება მთაწმინდის პარკის საკადასტრო ერთეულის საზღვარს 850,0 მ. ნიშნულის იზოჰიფსის გადაკვეთამდე და მიჰყვება აღნიშნულ ჰორიზონტალს “თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრამდე“, შემდეგ მიყვება მას ჩრდილო-დასავლეთით 1,0 კმ. მანძილზე.

საზღვარი ვაკე-საბურთალოს რაიონთან

რედაქტირება

უხვევს ჩრდილოეთით ვარაზისხევის გადაკვეთამდე, მიჰყვება ვარაზისხევს კეკელიძის ქუჩამდე, შემდეგ კეკელიძის ქუჩის ღერძის გაყოლებით ეშვება და უერთდება ი. ჭავჭავაძის ქუჩის ღერძს. აქედან საზღვარი მიუყვება ი. ჭავჭავაძის ქუჩის ღერძს, მოიცავს ი. ჭავჭავაძის გამზირის #5,3,1 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის, ჰერა-სამეანო გინეკოლოგიური კლინიკის (ყოფილი მე-4 მთავარი სამმართველოს საავადმყოფო- პოლიკლინიკის შენობა) და ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკვეთების საზღვარს, უერთდება ვარაზისხევის ქუჩის ღერძს, მიუყვება მას და ეშვება გმირთა მოედანზე. აქედან თამარ მეფის (ჩელუსკინელების ქ.) გამზირის ღერძით, მოიცავს რა თამარ მეფის სახ. ხიდს მთლიანად, უერთდება მდინარე მტკვრის ღერძს.

საზღვარი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონთან

რედაქტირება

მდინარე მტკვრის ღერძის გასწვრივ საზღვარი აღმა (ჩრდილო-დასავლეთით) მიჰყვება მტკვრის კალაპოტის ღერძს, მოიცავს მუშტაიდის ბაღის ტერიტორიას და დიდუბის (მაიაკოვსკის) ქუჩის ღერძის გაყოლებით ჰკვეთს გ. ცაბაძის (ტელმანის) ქუჩის ღერძს. ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება გ. ცაბაძის ქუჩის ღერძს მ. წინამძღვრიშვილის (კლარა ცეტკინას) ქუჩის ღერძის გადაკვეთამდე, მიუყვება წინამძღვრიშვილის ქუჩის ღერძს თამარ მეფის გამზირის ღერძის გადაკვეთამდე, მიუყვება თამარ მეფის გამზირის ღერძს ვაგზლის მოედნამდე, შემოუვლის მოედანს სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან გ. დოლიძის (გოგოლის) ქუჩის ღერძის გაყოლებით კ. ფოცხვერაშვილის ქუჩის ღერძის გადაკვეთამდე. შემდეგ საზღვარი გრძელდება ფიროსმანის ქუჩის ღერძის გაყოლებით გ. ჩიტაიას (საბჭოს) ქუჩის ღერძის გადაკვეთამდე, ჰკვეთს მალაკნების მოედანს და გ. ჩიტაიას ქუჩის ღერძის გაყოლებით უხვევს ჩრდილოეთისაკენ რკინიგზის გზახიდამდე, გასდევს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით რკინიგზის ხაზს, ისე რომ რკინიგზის ხაზი მთლიანად ყვება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საზღვრებში და უერთდება „არსენალსა“ და “ელიას“ დასახლებას შორის არსებული ხევისა და რკინიგზის ხაზის გადაკვეთის წერტილში მდებარე საზღვრის საწყისს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

  ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ძველი თბილისის რაიონი