ვარაზისხევი
ვარაზისხევი — აღმართი თბილისში, ვაკის რაიონში (ვერე). სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მოსაზღვრავს ვაკეს; ერთმანეთთან აკავშირებს ილია ჭავჭავაძის გამზირსა და გმირთა მოედანს. წარმოიშვა მდინარე ვერეს მიმდებარე ერთ-ერთი ხევის ამოვსების შედეგად 1950-იან წლებში. 1957 წელს აღმართი საბოლოოდ ჩადგა მწყობრში და უმოკლესი გზით დააკავშირა ვაკე გმირთა მოედანს და მისი მეშვეობით რკინიგზის სადგურსა და სანაპიროებს.
ვარაზისხევი | |
---|---|
ვარაზისხევი ამოვსებამდე | |
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
ისტორიული რაიონი | ვაკის რაიონი |
უბანი | ვერე |
ლიტერატურა
რედაქტირება- კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1985. — გვ. 37.