ოქროყანა (თბილისი)

სოფელი საქართველოში, თბილისის მთაწმინდის რაიონში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოქროყანა (მრავალმნიშვნელოვანი).

ოქროყანასოფელი თბილისში, მთაწმინდის რაიონში. მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებაზე, ზღვის დონიდან 720 მ.

სოფელი
ოქროყანა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი თბილისი
რაიონი მთაწმინდა
კოორდინატები 41°41′09″ ჩ. გ. 44°46′12″ ა. გ. / 41.685944° ჩ. გ. 44.770111° ა. გ. / 41.685944; 44.770111
ცენტრის სიმაღლე 720
მოსახლეობა 2253 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,1 %
სომხები 0,5 %
ოსები 0,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ოქროყანა (თბილისი) — საქართველო
ოქროყანა (თბილისი)
ოქროყანა (თბილისი) — თბილისი
ოქროყანა (თბილისი)

ოქროყანის მიწების მფლობელები იყვნენ გაბაშვილები. გაბაშვილებისგან ოქროყანა მზითევის სახით მიიღო ივანე პოლტორაცკიმ, რომელსაც ცოლად ნადეჟდა გაბაშვილი ჰყავდა. 1900-იან წლებში გაჩნდა ე.წ. ზედა თბილისის გაშენების იდეა. გეგმის მიხედვით „ზედა თბილისი“ ოქროყანაში მთაწმინდის პლატოზე უნდა გაშენებულიყო. შემუშავდა განაშენიანების გეგმა და ქუჩათა ქსელი. პოლტორაცკებმა მიწა იჯარით გადასცეს ბელგიურ კომპანიას, რომელმაც ოქროყანის ქვედა თბილისთან დასაკავშირებლად თბილისის ფუნიკულიორი ააშენა. ამ მიწაზე მოგვიანებით მთაწმინდის პარკი გაშენდა. ივანე პოლტორაცკის სიძე იყო ექვთიმე თაყაიშვილი, რომლის სახელი ეწოდა ოქროყანის სკოლას, რომელიც ასევე გაბაშვილების აგარაკის სახლში გაიხსნა.[1]

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
2014 2253[2]
  1. ექვთიმე თაყაიშვილი, კრებული გვ. 283-286 — საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბილისი, 2007, ISBN 978-99940-852-0-0
  2. georgia-ethnic-2014