გაბაშვილები
ქართული თავადური საგვარეულო.
გაბაშვილები, გაბაონები — ქართული წარჩინებული საგვარეულო, ქართლიდან. ცნობილია XVI საუკუნის პირველი ნახევრიდან. თავდაპირველად თავადები იყვნენ, თუმცა XVII საუკუნეში დამცრობილან და სახასო აზნაურებად ჩანან. XV საუკუნემდე ფლობდნენ სოფელ თხინვალს, რომელიც 1466 წელს მეფე კონსტანიტნემ ჯავახიშვილებს უწყალობა. XVIII საუკუნეში დაახლოებული იყვნენ სამეფო კართან, მემკვიდრეობით ფლობდნენ ბაზიერთუხუცესის სახელოს, მამულს თბილისში, ვერეზე (გაბაანთხევი), ასევე ლურჯ მონასტერს.
გაბაშვილები | |
---|---|
ტიტული | თავადი, სახასო აზნაური, ბაზიერთუხუცესი, |
წარმოშობის ადგილი | ქართლი |
ქვეშევრდომობა | ქართლის სამეფო, ქართლ-კახეთის სამეფო, იმერეთის სამეფო |
სამფლობელოები | „საგაბაშვილო“ (გაბაანთხევი, თხინვალა) |
სასახლეები | თხინვალის სასახლე |
რელიგიური საქმიანობა | ზაქარია გაბაშვილი — ქართველი საეკლესიო და სასულიერო მოღვაწე. |
XVIII საუკუნეში ამ საგვარეულოდან იყო ქართული კულტურის რამდენიმე ცნობილი წარმომადგენელი, მათ შორის, პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე ბესიკი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლეონიძე, გიორგი. „გაბაშვილები“. ლიტერატურის მატიანე, წიგნი 3–4. თბილისი, 1942 (რეპროდუქციული გამოცემა, 2009)
- გაჩეჩილაძე, ია. გაბაშვილები[მკვდარი ბმული]. პროექტი „ქართული ხელნაწერი“ (ელექტრონული ენციკლოპედია)