ლევან მგალობლიშვილი

ქართველი პოლიტიკოსი

ლევან მგალობლიშვილი (დ. 16 აგვისტო, 1977, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი. 2024 წლის 18 სექტემბერს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ[1].

ლევან მგალობლიშვილი
ლევან მგალობლიშვილი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა18 სექტემბერი, 2024
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი კობახიძე
წინამორბედირუსლან აბაშიძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 იანვარი, 2021 – 17 სექტემბერი, 2024
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი გახარია
ირაკლი ღარიბაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2019 – 2020
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი გახარია

დაბადებული16 აგვისტო, 1977 (1977-08-16) (47 წლის)
სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
შვილები3
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები. 2002-2003 წლებში მუშაობდა სენაკის გამგეობაში , გამგებლის თანაშემწედ. 2003–2004 წლებში იყო თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატი, თვითმმართველ ერთეულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის სპეციალისტი, შემდეგ 2004–2005 თბილისის საკრებულოსა და მთავროპის აპარატი, კონტროლის სამსახურის უფროსი. 2005–2006 წლებში მუშაობდა თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული კომპანია, შპს „შუქნიშნების“ დირექტორად. 2008–2009 წლებში იყო სახელმწიფო კომპანია შპს გამომცემლობა „სამშობლო“. 2010–2013 — თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია, სამდივნოს უფროსი. 2016–2019 წლებში — „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის რაიონის აღმასრულებელი მდივანი.

2019-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. მან შოთა შალელაშვილი ჩაანაცვლა (3 ოქტომბერს).[2] 2021 წლის 5 იანვრიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. ამჯერად მან სიის პირველი ნომერი (პრემიერ-მინისტრი) გიორგი გახარია შეცვალა.[3] მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ დაინიშნა
  2. „პარლამენტმა ლევან მგალობლიშვილის დეპუტატის უფლებამოსილება სცნო“. frontnews.eu. 2019-10-09. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. „საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტში გიორგი გახარიას ადგილმონაცვლის, ლევან მგალობლიშვილის უფლებამოსილების ცნობას უყარა კენჭი“. 1tv.ge. 2021-01-05. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. სია: ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით.
წინამორბედი:
რუსლან აბაშიძე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე

2024-დღემდე
შემდეგი: