გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
სტატიაში გამოყენებულია ბევრი პირველადი წყარო. |
ეს სტატია ან სექცია დაწერილია რეზიუმეს სტილში. |
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტი — კერძო უმაღლესი სასწავლებელი თბილისში, რომელიც დაარსდა 1992 წელს. 1996 წლიდან უნივერსიტეტი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, გრიგოლ რობაქიძის სახელობისაა. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტს აქვს იურიდიული, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის და მედიცინის ფაკულტეტები; თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და უნივერისტეტის საგამომცემლო ცენტრი (სტამბა).
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი | |
---|---|
დევიზი | „Scientia et Veritas“ |
დაფუძნდა | 4 აგვისტო 1992 |
ტიპი | კერძო |
რექტორი | მამუკა თავხელიძე |
ქალაქი | თბილისი |
ქვეყანა | საქართველო |
ფერები | ლურჯი და წითელი |
კავშირები | ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[1] |
www.gruni.edu.ge |
ისტორია
რედაქტირება- 1992 წელი – დაფუძნდა კერძო უნივერსიტეტი „ალმა მატერი“. იმ დროისათვის ლექციებს კითხულობდნენ - აკაკი ბაქრაძე, მარიკა ლორთქიფანიძე, ლევან სანიკიძე, რევაზ მიშველაძე, კოტე მახარაძე, ოთარ ჯაფარიძე, რეზო ჭოღოშვილი, ალბერტ აბესაძე, ლეო მენაბდე...
- 1994 წელი – „ალმა მატერში“ ლექციების წაკითხვას იწყებენ ამერიკელი და გერმანელი პროფესორ-მასწავლებლები.
- 1995 წელი – უნივერსიტეტ „ალმა მატერს“, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მიენიჭა გრიგოლ რობაქიძის სახელი.
- 1995 წელი – უნივერსიტეტში დაარსდა სტომატოლოგიური ფაკულტეტი, სადაც, პირველად საქართველოში, დაინერგა სწავლების ახალი, საფანტომო-ტრენაჟორული სისტემა, შეიქმნა საფანტომო ლაბორატორია, კომპიუტერული უზრუნველყოფით, რომლის ანალოგი საქართველოში დღესაც არ მოიპოვება.
- 1995 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი შედის მსოფლიო უმაღლესი სასწავლებლების კატალოგში (საქართველოდან მხოლოდ 5 კერძო უმაღლესი სასწავლებელი).
- 1996 წელი – უნივერსიტეტი აფუძნებს საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკას (კერძო სასწავლებელთა შორის პირველად).
- 1996 წელი - ჩატარდა სამედიცინო უმაღლესი სასწავლებლების ატესტაცია. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სასწავლებელთა ათეულშია.
- 1998 წელი - სტომატოლოგიურ კათედრაზე, პირველად საქართველოში, დამუშავდა სტომატოლოგიური სწავლების კომპიუტერული პროგრამა ქართულ ენაზე (საავტორო უფლება 01/3-3-40).
- 1999 წელი - დებატებისა და სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის პროექტმა გაიმარჯვა ფონდი ღია საზოგადოება „საქართველოს“ კონკურსში.
- 2000-2001 წ.წ. – ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ჩაატარეს აუდიო კონფერენცია ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთაშორისო განვითარების ცენტრთან ერთად.
- 2001 წელი – მიხეილ სააკაშვილი (იმ დროისათვის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე) ეწვია უნივერსიტეტს, შეხვდა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.
- 2001 წელი – განხორციელდა პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკვირაო სკოლა“, რომელმაც გაიმარჯვა ფონდი ღია საზოგადოება „საქართველოს“ კონკურსში.
- 2001 წელი – უნივერსიტეტში ხორციელდება ევროკავშირის TEMPUS TACIS-ის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სწავლებისა და სწავლის სისტემის გარდაქმნას ევროპული სტანდარტის შესაბამისად.
- 2001 წელი – უნივერსიტეტის პედაგოგები TEMPUS TACIS-ის პროექტის ფარგლებში სტაჟირებას გადიან ინგლისისა და შვედეთის უნივერსიტეტებში, პროფესორ-მასწავლებელთა კორპუსი ივსება, აგრეთვე, ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში განათლებამიღებული ახალგაზრდა სპეციალისტებით.
- 2001 წელი – პრაღის ამერიკულ უნივერსიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, უნივერსიტეტმა მოიპოვა ექსკლუზიური უფლება უფასოდ გააგზავნოს ჩვენი უნივერსიტეტის ეკონომიკის სპეციალობის კურსდამთავრებულები PhD ან MPA-ის პროგრამებზე პრაღაში.
- 2001 წელი – ხორციელდება გაეროს პროგრამა „გენდერი, კონფლიქტი და მშვიდობის მშენებლობა“. აღნიშნული კურსი იკითხება სულ რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში.
- 2002 წელი – UNESCO-ს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკვლევით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლით პირველ ხუთეულშია დასახელებული.
- 2002 წელი – ჩრდილო კაროლინას უნივერსიტეტთან არსებული ხელშეკრულების საფუძველზე, კრიმინალისტიკის დისციპლინებში ხორციელდება დისტანციური სწავლების საგანმანათლებლო პროგრამა. სწავლება ითვალისწინებს, როგორც სასერთიფიკატო, ისე სადიპლომო პროგრამებს.
- 2002 წელი – უნივერსიტეტი აფუძნებს მეორე საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკას, აღჭურვილს თანამედროვე ტექნიკით. იგი მინისტრის ბრძანებით აღიარებულია სახელმწიფო სარეზიდენტურო ბაზად და მიეცა ლიცენზია პოსტდიპლომური განათლების განხორციელების უფლებაზე.
- 2002-2003 წ.წ. – სიეტლის კოლეჯთან განხორციელდა დისტანციური სწავლების პროგრამა საბუღალტრო აღრიცხვაში.
- 2003 წელი – მთავრდება ევროკავშირის პროექტი. უნივერსიტეტი, მონიტორინგის შედეგად, უმაღლეს A შეფასებას იღებს. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, პირველად საქართველოში, მთლიანად გადავიდა სწავლებისა და სწავლის ევროპულ სისტემაზე, დაინერგა კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS).
- 2003 წელი – განხორციელდა პროექტი „ევროპული დიდაქტიკა“, რომელმაც გაიმარჯვა ფონდი ღია საზოგადოება „საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში. პროექტის ფარგლებში გამოიცა წიგნი (ავტორები – პროფესორი მამუკა თავხელიძე, პროფესორი ბელა გომელაური).
- 2003 წელი – დაიდო ხელშეკრულება აშშ-ს საერთაშორისო პროგრამების საბჭოსთან, რომელიც ითვალისწინებს სტაჟირებას შეერთებულ შტატებში 4 თვით, ხელფასისა და ბინის უზრუნველყოფით, აგრეთვე, კურსდამთავრებულთათვის სამუშაო სპეციალობით 18 თვემდე, ასევე, ხელფასითა და ბინის უზრუნველყოფით.
- 2003 წელი – განხორციელდა ჰარვარდის უნივერსიტეტისა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთობლივი კვლევითი პროექტი. საქართველოდან მონაწილეობდა მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, რომელიც იკვლევდა პოსტსაბჭოურ სივრცეში ეკონომიკის განვითარების ტენდენციებს.
- 2003 წელი – უნივერსიტეტი მიწვეული იყო ოქსფორდის უნივერსიტეტში. რექტორი, პროფესორ მამუკა თავხელიძე აირჩეულ იქნა ოქსფორდის უნივერსიტეტის მრგვალი მაგიდის ნამდვილ წევრად და მრჩეველთა კომიტეტის წევრად.
- 2004 წელი – უნივერსიტეტი უმაღლესი შეფასებით იღებს სახელმწიფო აკრედიტაციას. ყოველი პარამეტრით იგი 13,6-ჯერ აჭარბებს დადგენილ ნორმატივებს.
- 2004 წელი – ჯორჯიის უნივერსიტეტთან (აშშ) განხორციელდა დისტანციური სწავლების როგრამა ინგლისურ ენაში, ტერორიზმში, ამერიკულ სახელმწიფო მართვასა და ეკოლოგიურ პოლიტიკაში. პროექტი 75 % დააფინანსა ამერიკულმა მხარემ. ჯორჯიის უნივერსიტეტის მხრიდან პროექტის კოორდინატორი იყო ვანესა ჰოლტი და პროფესორი სილვია მაკლორინი. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტებს საერთაშორისო სერთიფიკატები გადასცა აშშ-ს კულტურის ატაშემ ქალბატონმა როენა ქროს-ნაჯაფმა.
- 2004 წელი – შვეიცარიის უნივერსიტეტთან დაიდო ხელშეკრულება ტურიზმისა და ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტთა გასაგზავნად სრული ან არასრული ციკლით.
- 2005 წელი – უნივერსიტეტი იღებს მისი აღმატებულების, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წერილს, რომელშიც იგი კმაყოფილებას გამოთქვამს წიგნის „ათი ფედერალისტური წერილი ქართულად“ გამოცემით და მადლობას უხდის უნივერსიტეტს ამ წიგნის საჩუქრად გადაცემისათვის თბილისში მისი ვიზიტის დროს.
- 2005 წელი – უნივერსიტეტი იღებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის წერილს, რომელშიც იგი მაღალ შეფასებას აძლევს უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ წიგნს „ათი ფედერალისტური წერილი ქართულად“ და გამოხატავს მადლიერებას რექტორისა და რედაქტორების მიმართ ამ წიგნის საჩუქრად გადაცემისათვის თბილისში მისი ვიზიტის დროს.
- 2005 წელი – კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხორციელდება დისტანციური სწავლების საგანმანათლებლო პროგრამა სხვადასხვა სფეროში. სწავლება ითვალისწინებს, როგორც სასერთიფიკატო, ისე სადიპლომო პროგრამებს.
- 2005 წელი – ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში ნებრასკას უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორმა, ფულბრაიტის უფროსმა სპეციალისტმა ბევერლი მერიკმა 6 კვირიანი სალექციო და სასემინარო ციკლი ჩაატარა მასობრივ კომუნაკაციაში. პროექტში მონაწილეობდნენ ტელე-რადიო ჟურნალისტიკისა და სახელმწიფო მართვის სპეციალობის სტუდენტები. პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები. ნებრასკას უნივერსიტეტში გამოიცა სტუდენტური გაზეთი „THE HOME“ მორიგი ნომერი, რომელიც შეიქმნა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობით. პროექტი დაფინანსდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
- 2005-2006 წ.წ. – საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „ადამიანის უფლებათა სფეროში სტუდენტი-ახალგაზრდობის სამოქალაქო განათლების პროგრამა.“ პროექტის ფარგლებში გამოიცა სახელმძღვანელო - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი.
- 2006 წელი – უნივერსიტეტი მეორედ იღებს სახელმწიფო აკრედიტაციას. ის კერძო სასწავლებლებს შორის, მისაღები კონტინგენტის ყველაზე მაღალ ქვოტას იღებს - 333 სტუდენტი.
- 2006 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ნიუვალდეგის ინსტიტუტის (ავსტრია) მიერ ჩატარებულ კონფერენციაში „კულტურის საფუძვლები“. პროექტი დაფინანსდა ნიუვალდეგის ინსტიტუტის მიერ.
- 2006 წელი – საქართველოს მთავრობამ განიხილა საკითხი “სახელმწიფო სასერტიფიკაციო და ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგების“ შესახებ, საიდანაც დგინდება, რომ უნივერსიტეტი პირველ ადგილზეა საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებს შორის, ექიმ-სტომატოლოგთა მომზადების დონით.
- 2006 წელი – საქართველოსა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს ალექსანდე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის (გერმანია) პუბლიკაციას, სადაც აღნიშნულია რომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი შესულია World List of Universities-ში (მსოფლიო უნივერსიტეტების კატალოგი) და აღიარებულია გერმანიაში.
- 2006 წელი – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მენეჯმენტისა და ადმინისტრირების სასწავლო პროგრამა, რომელიც ანაპოლისში მდებარე St. John`s-ის კოლეჯის პროგრამაზეა დაფუძნებული. იგი მიიჩნევა ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო ლიბერალური განათლების უნივერსიტეტად და St. John`s-ი ახალი გელათის აკადემიის პროგრამის ოფიციალური პარტნიორია. მენეჯმენტის, ადმინისტრერების და ლიდერობის სწავლება დაფუძნებულია ლიბერალური განათლების მიდგომაზე, რომელიც ბაკალავრიატის ძირითადი ფორმაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწავლების ძირითადი ენა ინგლისურია. ხოლო ქართული ლიტერატურა, ისტორია და მართლმადიდებლური თეოლოგია ისწავლება ქართულად.
- 2007 წელი – უნივერსიტეტში განხორციელდა პროექტი „ახალგაზრდობა ძალადობის წინააღმდეგ”. პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
- 2007 წელი – უნივერსიტეტი იწყებს უპრეცედენტო პროექტის განხორციელებას, ქართულ-ბრიტანულ-უნგრული პროგრამით სტუდენტთა მიღებას, რაც ნიშნავს ერთდროულად ოქსფორდის ბრუკის უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მინიჭებას.
- 2007-2008 წ.წ. – უნივერსიტეტში განხორციელდა სამეცნიერო პროექტი „ფედერალისტები და სამოქალაქო განათლების პრობლემები საქართველოში“. პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების მცირე გრანტების დემოკრატიის კომისიის მიერ.
- 2008 წელი – დაიდო ხელშეკრულება ბუკოვინას სახელმწიფო ფინანსურ აკადემიასთან (უკრაინა), რომელიც ითვალისწინებს სხვასახვა სახის სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობას.
- 2008 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა ანაპოლისის St. John`s-ის კოლეჯისა (აშშ) და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებული „ახალი გელათის“ აკადემიის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ერთობლივი სემინარები. პროექტი დაფინანსდა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის „OLEG“ (საქართველოში ლიბერალური განათლების მხარდაჭერის ორგანიზაცია) მიერ.
- 2008 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია-ლექცია თემაზე „კრიმინოლოგია – რეალობა და პერპექტივები“, რომელშიც მონაწილეობდა შეერთებული შტატების კრიმინოლოგთა საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორი კრის ესკრიჯი.
- 2008 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „(ნეო)პლატონიზმი და თანამედროვეობა“. საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლების გარდა, კონფერენციაში მონაწილეობდნენ სენტ ჯონსის კოლეჯის (ანაპოლისი, აშშ) წარმომადგენლები.
- 2008 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გახდა ევროპული სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) სრული წევრი, რის შედეგადაც უნივერსიტეტს შესაძლებლობა ეძლევა მიიღოს მონაწილეობა ამ ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციებსა და სემინარებში და იყოს პრივილეგირებული პარტნიორი მათ პროექტებში.
- 2008 წელი – დაიდო პარტნიორული ხელშეკრულება საერთაშორისო ორგანიზაციასთან STUDDEX, რაც უნივერსიტეტის სტუდენტებს აძლევს საშუალებას დარეგისტრირდნენ სპეციალურ საიტზე, რის შემდეგაც მათ შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი უნივერსიტეტი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შესაბამის პროგრამაზე (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) სწავლის გასაგრძელებლად. http://www.studdex.com/university/university-of-grigol-robakidze/4820/[მკვდარი ბმული]
- 2008 წელი – უნივერსიტეტი აფართოებს საერთაშორისო თანამშრომლობას. იწყება ქართულ-ამერიკული პროგრამის განხორციელება, რაც გულისხმობს აშშ ჯონსის უნივერსიტეტთან ონლაინ რეჟიმში სწავლას და, ერთდროულად, ამ უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მიღებას.
- 2008 წელი – უნივერსიტეტში ამოქმედდა სტუდენტთა და პროფესორთა საერთაშორისო მობილობის სისტემა. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა ერთობლივი სემინარი აშშ ანაპოლისის სენთ ჯონსის კოლეჯის ბაკალავრიატის სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად. პროგრამა ერთთვიანი იყო და მოიცავდა კულტურულ ღონისძიებებს.
- 2009 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ომისა და მშვიდობის ჟურნალისტიკა“. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (საქართველო) და კონფლიქტების მოგვარების არატრადიციული მეთოდების შემუშავების კავკასიური ცენტრი (სომხეთი).
- 2009 წელი – ინგლისური ენის სპეციალისტი ქალბატონი ჯენიფერ ჰერინი (აშშ) გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პედაგოგების პროფესიული განვითარებისათვის სემინარებს ატარებდა ბიზნეს ინგლისურის სწავლების მეთოდიკაში. აგრეთვე, ის უძღვებოდა ბიზნეს ინგლისური ენის კურსს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. პროექტი დაფინანსდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, რომელსაც ადმინისტრირება გაუწია ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ.
- 2009 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა და დანაშაულობის კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრმა „ადამიანური ჰარმონიული განვითარების საზოგადოების“ ხელშეწყობით სასტუმრო „ამბასადორში“ მოეწყო მრგვალი მაგიდა _ „ქალი და დანაშაულობა.“ პროექტი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხადაჭერით.
- 2009 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და სენტ ჯონსის კოლეჯის (აშშ) ერთობლივი სასწავლო საზაფხულო პროგრამა „ათენი და იერუსალიმი“. პროექტი დაფინანსდა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის „OLEG“ (საქართველოში ლიბერალური გნათლების მხარდაჭერის ორგანიზაცია)“ მიერ.
- 2009 წელი – ბერლინის თავისუფალმა უნივერსიტეტმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან ერთობლივად თბილისსა და ბაკურიანში ჩაატარა საერთაშორისო სემინარი - კონფლიქტების სიმულაცია კავკასიის რეგიონში. პროექტის კოორდინატორი და ორგანიზატორი იყო ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი სვენ კონიაკი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. პროექტი განხორციელდა გერმანიის აკადემიის გაცვლითი სამსახურის (DAAD) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობდნენ აზერაბაიჯანელი და სომეხი სტუნენტებიც.
- 2009 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ,,კავკასიის პრობლემები წარსულში, აწმყოსა და მომავალში”. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (საქართველო), ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), თავისუფალი აზრის სახლი (საქართველო) და კონფლიქტების მოგვარების არატრადიციული მეთოდების შემუშავების კავკასიური ცენტრი (სომხეთი).
- 2009 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია _ „პლატონიზმი, არისტოტელიზმი და ნეოპლატონიზმი შუა საუკუნეებსა და ახალ დროში“. კონფერენციაში მონაწილებდნენ ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსები ბურკჰარდ მოიზიში და ჰელმუტ შნაიდერი.
- 2009 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სემინარი თემაზე: „ანთროპოლგიური მუდმივები ჰეგელის სამართლის ფილოსოფიაში: მე _ პიროვნება _ საკუთრება _ თავისუფლება“. სემინარს ხელმძღვანელობდა გერმანელი პროფესორი ჰელმუტ შნაიდერი.
- 2009 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და დოკუმენტური ტელეფილმების სტუდენტური საერთაშორისო ფესტივალი „კენტავრი“.
- 2009 წელი – უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ბიზნეს-სამეცნიერო ფორუმში.
- 2009 წელი – გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ შჩეცინის უნივერსიტეტთან (პოლონეთი).
- 2009 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი შევიდა Ullbe – მსოფლიოს უნივერსიტეტებისა და კოლეჯების კატალოგში. http://www.ullbe.com/index.php?tbl=univ&act=search დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
- 2009 წელი – ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე ხორციელდება USAID-ის პროექტი „ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობის გაუმჯობესების“ (ECI) შესახებ.
- 2009 წელი – დაიდო ხელშეკრულება აისეკის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რის საფუძველზეც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ სტაჟირება გაიარონ ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში.
- 2009 წელი – დაიდო ხელშეკრულება ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან (გერმანია), რომელიც ითვალისწინებს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტების გაგზავნას აღნიშნულ უნივერსიტეტში ერთი სემესტრით. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ სერთიფიკატები. სწავლების პროცესი ფინანსდება გერმანული მხარის მიერ. გერმანული მხარის მიერ გაიცემა. აგრეთვე, გაიცემა სტიპენდიები თითოეულ სტუდენტზე 400 ევროს ოდენობით.
- 2009 წელი – სკრენტონის უნივერსიტეტთან (აშშ) დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს კონკურსის გავლის შემდეგ, ეძლევათ საშუალება გაიარონ ადამიანური რესურსების მენეჯმენტის კურსი სკრენტონის უნივერსიტეტში. კურსის დასრულების შემდეგ სტუდნეტები მიიღებენ აღნიშნული უნივერსიტეტის სერთიფიკატს.
- 2009 წელი – უნივერსიტეტი ახორციელებს თვისობრივად ახალი ტიპის პროექტს. ე.წ. ინტეგრირებულ პროგრამას, რაც გულისხმობს ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სტუდენტთა გაგზავნას ინგლისის ჰოუფ კოლეჯში და იქ PR მენეჯერის დამატებითი კვალიფიციკაციის მიღებას. დიპლომს გასცემს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ჰოუფ კოლეჯში მიღებული კრედიტების აღიარებით და, შესაბამისად, დამატებითი კვალიფიკაციის მინიჭებით.
- 2009 წელი – უნივერსიტეტი იწყებს ლიბერალურ-ამერიკულ პროგრამის განხორციელებას, რომელიც ანალოგია „ლიბერალურ ხელოვნებათა ბაკალავრის აკადემიური პროგრამისა“, ის თავისი არსით უნიკალურია. არის მულტიდისციპლინარული და მოიცავს ხუთ ძირითად მიმართულებას - სამართლის, ეკონომიკის, მართვის, სოციალურ-პოლიტიკურ და საბუნებისმეტყველო დისციპლინებს.
- 2009 წელი – აშშ საელჩოში ჩატარდა საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ფედერალისტები“ პრეზენტაცია. უნივერსიტეტმა საზოგადოებას წარუდგინა 600 გვერდიანი ნაშრომი, რომელიც მოიცავს ამერიკის დამფუძნებული მამების ალექსანდრე ჰამილტონის, ჯეიმზ მედისონისა და ჯონ ჯეიმის 85 ნაშრომის თარგმანს ორიგინალური კომენტარების ჩათვლით, და ეხება აშშ საკონსტიტუციო მოწყობის საკითხებს. აშშ ელჩმა საქართველოში ბატონმა ჯონ ტეფტმა გახსნა რა პრეზენტაცია, უმაღლესი შეფასება მისცა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორთა შრომას. (www.federalistpapers.ge)
- 2010 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესში, რომელიც გაიმართა ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში.
- 2010 წელი – ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტმა გააფორმა ხელშეკრულება ნებრასკას ლინკოლნის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორთან ჯო მაკნალტთან, რაც ითვალისწინებს, თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.
- 2010 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა ნებრასკას ლინკოლნის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორებთან რონალდ ჯოკელთან, რიჩარდ ედვარდსთან და რიჩარდ ტორაკოსთან. ხელშეკრულება ითვალისწინებს მათ წევრობას ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოში.
- 2010 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტელე-რადიოჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებმა არჰავის კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე (თურქეთი) I ადგილი მოიპოვეს საუკეთესო დოკუმენტური ფილმის შექმნისათვის. ფესტივალი დაფინანსებული იყო არჰავის მუნიციპალიტეტის და ფესტივალის კომიტეტის მიერ.
- 2010 წელი – ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მურთაზ კვირკვაიამ მოიპოვა ამერიკული საბჭოების JFDP კუსდამთავრებულთა გრანტი „უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების მეთოდოლოგია“.
- 2010 წელი – უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტში ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „ალექსის დე ტოკვილი, დემოკრატია ამერიკაში“. პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.
- 2010 წელი – სასტუმრო „დიპლომატში“ ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი „დანაშაულობასთან ბრძოლის კრიმინოლოგიური ასპექტები თანამედროვე მსოფლიოში“. სიმპოზიუმის ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, დიასპორების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მაქს-პლანკის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი (გერმანია).
- 2010 წელი – სასტუმრო „მეტეხი პალასში“ ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და დიასპორების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
- 2010 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია `ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები ფილოსოფიაში~. კონფერენციის ორგანიზატორი იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი.
- 2010 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და დოკუმენტური ტელეფილმების სტუდენტური II საერთაშორისო ფესტივალი „კენტავრი“.
- 2010 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა მერაბ მამარდაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის ორგანიზატორი იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი.
- 2010 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გახდა დასავლეთ ლონდონის კოლეჯის წარმომადგენელი საქართველოში, რაც ითვალისწინებს სტუდენტთა გაგზავნას ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, მარკეტინგისა და ტურიზმის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.
- 2010 წელი – დაიდო ხელშეკრულება ბიზნესისა და ფინანსების ლონდონის სკოლასთან, რაც ითვალისწინებს სტუდენტთა გაგზავნას ბიზნესისა და ფინანსების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.
- 2010 წელი – დაიდო ხელშეკრულება არკანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (აშშ), რის შედეგადაც უნივერსიტეტი გახდა არკანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოში. ხელშეკრულება ითვალისწინებს სტუდენტთა გაგზავნას ბიზნესის, ჟურნალისტიკის, ლინგვისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.
- 2011 წელი – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში (ჩეხეთი) გამართულ კონფერენციაში, რომელიც ეხებოდა ჯანდაცვის სამართალს. კონფერენიის ორგანიზატორი იყო სამართლის სტუდენტთა ევროპული ასოციაცია (ELSA). უნივერსიტეტმა ნაწილობრივ დააფინანსა სტუდენტთა მონაწილეობა.
- 2011 წელი – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი _„ოპერაციის შემდგომი რეციდივებისა და მეტასტაზების თავიდან აცილება გარეგანი და შინაგანი ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნური დაავადების დროს“ ონკოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ამერიკისა და ევროპა-აზიის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლაურეატის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის, ბატონი შალვა მარდის პრეპარატის გამოყენებით.
- 2011 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესში, რომელიც გაიმართა ლიეტუვაში, ქალაქ ვილნიუსში.
- 2011 წელი – უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტში ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „თომას პეინი: „საღი აზრი“ (ქართული თარგმანი გამოკვლევიტა და შენიშვნებით)“. პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.
- 2011 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ასისტენტ-პროფესორმა გიორგი თავაძემ, მოიპოვა ჰერცოგ ავგუსტის ბიბლიოთეკის (ვოლფენბიუტელი Wolfenbüttel, გერმანია) სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდია. იგი, სამი თვის გაემგზავრა გერმანიაში რენესანსისა და ახალი დროის აზროვნების შემსწავლელ ცენტრში სამუშაოდ.
- 2011 წელი – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მკვლევართა სტატიები გამოიცა ევროპული სამეცნიერო ჟურნალის 2011 წლის ივლისის სპეციალურ გამოცემებში (ტომი 19 და 20). http://eujournal.org/Chapters10/esj_july2011_vol20.pdf[მკვდარი ბმული]; http://eujournal.org/Chapters10/esj_july2011_vol19.pdf დაარქივებული 2012-04-17 საიტზე Wayback Machine.
- 2011 წელი – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჩატარდა შავი ზღვის საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი სამედიცინო სამართალში. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მეცნიერებთან და სხვა ქართველ კოლეგებათან ერთად სიმპოზიუმში მონაწილეობნენ სტამბოლის, ოზეიგენის, სამსუნის, კონიის, ვიურცბურგის, ჰამბურგის, ოდესის უნივერსიტეტებს და რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები.
- 2011 წელი – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაცია აისეკ საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ცენტალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სტაჟირება გაიარეს ბისნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა.
- 2011 წელი – ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა გაიარეს გაიარეს ოთხთვიანი კურსი აღნიშნულ უნივერსიტეტში.
- 2011 წელი – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაცია აისეკ საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ბიზნესისა და მართვის სტუდენტებმა ორ თვიანი სტაჟირება გაიარეს ჩინეთში.
- 2011 წელი – საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს 2012-2013 სასწავლო წლიდან 5 წლის ვადით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და დამატებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება, ხოლო სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განესაზღვრა 2000-ით.
- 2011 წელი – საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის (ერთსაფეხურიანი) პროგრამას, სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამას, ჟურნალისტიკისა და მასობროვი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამას, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამას, ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამას, სამართლის საბაკალავრო პროგრამას, ბიზნესის ადმინისტრირების (ქართულ-ბრიტანულ-უნგრული ერთობლივი) საბაკალავრო პროგრამას, ბიზნესის ადმინისტრირების (ქართულ-გერმანულენოვანი) საბაკალავრო პროგრამას, ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) საბაკალავრო პროგრამას, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას, ტელერადიორეპორტიორის IV საფეხურის პროფესიულ პროგრამას მიენიჭათ აკრედიტაცია.
- 2012 წელი – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჩატარდა დანაშაულობის პრევენციისა და შედარებითი კრიმინოლოგიის კავკასიური ცენტრის დაფუძნებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო მრგვალი მაგიდა.
- 2012 წელი – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სამართლებრივი და პენიტენციალური რეფორმა საქართველოში: შედარებითი ანალიზი და ევროპის გამოცდილება“. კონფერენციის ორგანიზატორი იყო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და მაქს პლანკის უცხოეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის დანაშაულის პრევენციისა და შედარებითი კრიმინოლოგიის კავკასიური ცენტრი.
- 2012 წელი – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჩატარდა აკადემიკოს გურამ თევზაძის ახალი წიგნის – „ახალი ფილოსოფიის ისტორია. ნაწილი II: იმანუილ კანტიდან ფრიდრიხ ნიცშემდე“ – პრეზენტაცია და ამ ნაშრომისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. პრეზენტაციისა და კონფერენციის ორგანიზატორი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იოანე პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება იყო.
- 2012 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს ეროვნული ჯგუფის (AIPPI) ინიციატივით და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტი“ და საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) მხარდაჭერით ბაზალეთის სასტუმროთა კომპლექსში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენციას „ინტელექტუალური საკუთრების სამართლის თანამედროვე პრობლემები“.
- 2012 წელი – მცხეთის შოთა რუსთაველის სახლობის ცენტრალურ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ჩატარდა ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის, აღმოსავლური და დასავლური პლატონიზმის, არისტოტელიზმისა და ნეოპლატონიზმის თვალსაჩინო მკვლევარის, პროფესორ უდო რაინპოლდ იეკის დაბადებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „აღმოსავლეთი და დასავლეთი“. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იოანე პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება.
- 2012 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მკვლევართა ნაშრომები გამოიცა ევროპული სამეცნიერო ჟურნალის 2012 წლის თებერვლის სპეციალურ გამოცემაში (ტომი 8, # 2).
- 2012 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ვარშავის ეკონომიკის სკოლის (პოლონეთი) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში. პროექტის 50 პროცენტი დააფინანსა პოლენეთის მხარემ.
- 2012 წელი – ბიზნესის და მართვის სკოლამ გაიმარჯვა აღმოსავლეთ - დასავლეთის ინსტიტუტის (EWMI) მიერ გამოცხადებულ „უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერის გრანტების“ (UAG) კონკურსში.
- 2012 წელი – ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორ მურთაზ კვირკვაიამ მონაწილეობა მიიღო მაშავის ცენტრის მიერ ორგანიზაბულ კურსებში „განახლებადი ენერგია, როგორც რეგიონალური განვითარების კატალიზატორი“, რომელიც გაიმართა არავის განახლებადი ენერგიის კვლევის ცენტრში (ისრაელი). პროექტი დააფინანსა ისრაელის მთავრობამ.
- 2012 წელი – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პრეზენტაცია. პრეზენტაციის ფარგლებში 21-22 დეკემბერს გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ემიგრაციის წარსული და დღევანდელობა“.
- 2012 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში განხორციელება დაიწყო ერაზმუს მუნდუსის პროგრამის EMINENCE პროექტმა. კონკურსის შედეგად შეირჩა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 6 სტუდენტი.
- 2012 წელი – ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან დადებულკი ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა გაიარეს სამთვიანი კურსი აღნიშნულ უნივერსიტეტში.
- 2012 წელი – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაცია აისეკ საქართველოს შორის დადებული პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს პოლონეთში, უნგრეთში, ავსტრიასა და ბულგარეთში.
- 2012 წელი – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუედნტმა ია დარჩიამ ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარა ჰაიდენჰაიმის ფოლკსბანკში (გერმანია). პროექტი განხორციელდა გერმანიის მხარის ფინანსური უზრუნველყოფით.
- 2012 წელი – სამართლის სკოლის სტუდენტები აკადემიური ვიზიტით იმყოფებოდნენ მაქს-პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში (ფრაიბურგი, გერმანია).
- 2012 წელი – საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას, სამართლის სამაგისტრო პროგრამას, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საბაკალავრო პროგრამას, კრიმინალისტის III საფეხურის პროფესიულ პროგრამას მიენიჭათ აკრედიტაცია.
- 2013 წელი – დაიდო ხელშეკრულება შვეიცარიის ბიზნესისა და საერთაშორისო სწავლებების უნივერსიტეტთან, რაც გულისხმობს ონლაინ რეჟიმში სწავლას და, ერთდროულად, შევიცარიის ბიზნესისა და საერთაშორისო სწავლებების უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მიღებას.
- 2013 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში განხორციელება დაიწყო ერაზმუს მუნდუსის პროგრამამ EMINENCE II. კონკურსის შედეგად შეირჩა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 5 სტუდენტი. გარდა ამისა შეირჩა უნიევრისტეტის მიერ წარდგენილი 8 აპლიკანტი მეორე მიზნობრივი ჯგუფიდან და 9 აპლიკანტი მესამე მიზნობრივი ჯგუფიდან.
- 2013 წელი – პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტთან დაიდო ხელშეკრულება სამართლისა და ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტთა გასაგზავნად სრული ან არასრული ციკლით.
- 2013 წელი – ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა გაიარეს გაიარეს ოთხთვიანი კურსი აღნიშნულ უნივერსიტეტში.
- 2013 წელი – დაიდო ხელშეკრულება ლიეტუვის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან, რაც ითვალისწინებს სტუდენტთა გაგზავნას ბიზნესის, ფინანსების და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამებზე სრული ან არასრული ციკლით.
- 2013 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მკვლევართა ნაშრომები გამოიცა ევროპული სამეცნიერო ჟურნალის 2013 წლის ივლისის სპეციალურ გამოცემაში. http://eujournal.org/index.php/esj/issue/view/90
- 2013 წელი – დაიდო ხელშეკრულება საფრანგეთის ნანტის უნივერსიტეტთან, რაც ითვალისწინებს სტუდენტთა გაგზავნას სამართლის, სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის პროგრამებზე სრული ან არასრული ციკლით.
- 2013 წელი – ევრაზიის პირველ მულტიდისციპლინარულ ფორუმი ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნვიერსიტეტში. ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტი (ჩრდილოეთი მაკედონია) და აზორეს უნივერსიტეტი (პორტუგალია). ფორუმში მონაწილება მიოღეს მეცნიერებმა 35 ქვეყნიდან. ფორუმზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოიცა სამ ტომად ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ. http://www.emforum.eu/index.php/ct-menu-item-7 დაარქივებული 2014-09-12 საიტზე Wayback Machine.
- 2013 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნვიერსიტეტსა და საერთაშორისო ორგანიზაცია აისეკ საქართველოს შორის დადებული პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს პოლენეთში და ჩეხეთში.
- 2013 წელი – ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა სწავლების ოთხთვიანი კურსი გაიარეს აღნიშნულ უნივერსიტეტში.
- 2013 წელი – შეიქმნა საზაფხულო სკოლა და გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია (კოლოქვიუმი) „ძალადობისა და კონფლიქტების პრევენციის სამართლებრივი ასპექტები“. კონფერენციის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო გერმანიის აკადემიურმა გაცვლის სამსახურმა (DAAD).
- 2013 წელი – გაიმართა ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანი - სამართალი - იდენტობა“.
- 2013 წელი – საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამას, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამას, ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამას, სამართლის სადოქტორო პროგრამას, კრიმინალისტის IV და V საფეხურის პროფესიულ პროგრამებს მიენიჭათ აკრედიტაცია.
- 2014 წელი – საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მენეჯმენტისა და მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამებს მიენიჭათ აკრედიტაცია.
- 2014 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნვიერსიტეტსა და საერთაშორისო ორგანიზაცია აისეკ საქართველოს შორის დადებული პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს იტალიაში, პოლონეთში, ჩეხეთში და ბულგარეთში.
- 2014 წელი – ევრაზიის მეორე მულტიდისციპლინარულ ფორუმი ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნვიერსიტეტში. ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტი (ჩრდილოეთი მაკედონია) და აზორეს უნივერსიტეტი (პორტუგალია). ფორუმში მონაწილება მიოღეს მეცნიერებმა 20 ქვეყნიდან. ფორუმზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოიცა ორ ტომად ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ. http://emforum.eu/index.php/ct-menu-item-11 დაარქივებული 2014-09-12 საიტზე Wayback Machine.
- 2014 წელი – დაიდო ხელშეკრულება საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნულ სკოლასთან (ENA), რომელიცითვალისწინებს სორბონ-პარი1-თან მასტერ 2-ის პროგრამის განხორცილებას.
- 2014 წელი – ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა სწავლების ოთხთვიანი კურსი გაიარეს აღნიშნულ უნივერსიტეტში.
- 2014 წელი – ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სამართლის სკოლის სტუდენტებმა სწავლების ერთსემესტრიანი კურსი გაიარეს აღნიშნულ უნივერსიტეტში.
- 2015 წელი – ერაზმუს მუნდუსის პროგრამის EMINENCE და EMINENCE II პროექტების ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან კონკურსის შედეგად შეირჩა 4 სტუდენტი და 1 პოსტ-დოქტორანტი. გარდა ამისა შეირჩა უნიევრისტეტის მიერ წარდგენილი აპლიკანტები მეორე და მესამე მიზნობრივი ჯგუფებიდან.
- 2015 წელი – ევრაზიის ფორუმი სამართალსა და ეკონომიკაში ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნვიერსიტეტში. ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტი (ჩრდილოეთი მაკედონია) და აზორეს უნივერსიტეტი (პორტუგალია). ფორუმში მონაწილება მიოღეს მეცნიერებმა 12 ქვეყნიდან. http://efle.net/ დაარქივებული 2015-10-14 საიტზე Wayback Machine.
- 2015 წელი – საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სამაგასტრო, ინგლისურენოვან ერთობლივ პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია. პროგრამა ხორციელდება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და ადმინისტრირების ეროვნული სკოლას (ENA) შორის 2014 წელს დადებული მემორანდუმის საფუძველზე.
- 2015 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნვიერსიტეტსა და საერთაშორისო ორგანიზაცია აისეკ საქართველოს შორის დადებული პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს იტალიაში, პოლონეთში, ლიეტუვაში.
- 2015 წელი – ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სამართლის სკოლის სტუდენტებმა სწავლების ერთსემესტრიანი კურსი გაიარეს აღნიშნულ უნივერსიტეტში.
- 2015 წელი – ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა სწავლების ოთხთვიანი კურსი გაიარეს აღნიშნულ უნივერსიტეტში.
- 2015 წელი – გაფორმდა მემორანდული მაქს-პლანკის ინსტიტუტთან (გერმანია). მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტთა სამეცნიერო მივლინებას, ერთობლივი სემინარებისა და ვორკ-შოფების ჩატარებას.
- 2015 წელი – დაიდო ხელშეკრულება პოტსდამის უნივერსიტეტთან (გერმანია), რაც ითვალისწინებს „საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის“ ქათულ-გერმანული ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის განხორციელებას.
- 2015 წელი – დაიდო ხელშეკრულება ნიკოლას კოპერნიკუსის უნივერსიტეტთან (პოლონეთი), რაც ითვალისწინებს სტუდენტთა გაგზავნას ჟურნალისტიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა პროგრამებზე ერთი სემესტრით.
- 2015 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გახდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო ადმინისტრირების სკოლებისა და ინსტიტუტების ქსელის (NISPAcee) წევრი, რომელიც ხელს უწყობს ერთობლივი კვლევითი, საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების განხორციელებას.
- 2015 წელი – დაიდო ხელშეკრულება რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის რიგის ბიზნესის სკოლასთან (ლატვია), რომელიც ითვალისწინებს ბიზნესისა და მართვის სკოლის მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტების გაგზავნას აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში ერთი სემესტრით. სწავლების პროცესი ფინანსდება ლატვიის სტუდენტთა შერჩევისა და მხარდაჭერის ცენტრის მიერ. 2015 წლის აგვისტოდან ბიზნესისა და მართვის სკოლის 1 სტუდენტი აგრძელებს სწავლას აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში 1 სემესტრით.
- 2015 წელი – უნივერსიტეტმა გაიმარჯვა ევროკავშირის პროექტში ერაზმუს+ (Erasmus+). პროექტის პარგლებში უნივერსიტეტის პარტნიორია ლაზარსკის უნივერსიტეტი (პოლონეთი).
ადგილმდებარეობა
რედაქტირებამისამართი:
- თბილისი, ირინა ენუქიძის #3 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ), ჯანო ბაგრატიონის 6.
- ბათუმი, მახინჯაური, თამარ მეფის ქუჩა N60.
სასწავლო სკოლები
რედაქტირება- სამართლის სკოლა
- საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა
- ბიზნესისა და მართვის სკოლა
- ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებთა სკოლა
- მედიცინის სკოლა
სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები:
- საჯარო მმართველობის ინსტიტუტი
- შედარებითი სამართლის ინსტიტუტი
- ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტი
- დამატებითი განათლების სასწავლო ცენტრი
ბიბლიოთეკა
რედაქტირებაგრიგოლ რობაქიძის უნივერისტეტის ბიბლიოთეკის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევით პროცესს. უნივერისტეტის 20000-იან ბეჭდურ ფონდში თავმოყრილია სასწავლო და კვლევითი პროცესისათვის აუცილებელი სახელმძღვანელოები, ლიტერატურა და პერიოდული გამოცემები, საერთაშორისო და ადგილობრივი რესურსები ბიზნესის, სამართლის, მედიცინისა და სოციალურ მეცნიერებების მიმართულებით. შექმნილია ელექტრონული ბიბლიოთეკა, სადაც განთავსებულია სასწავლო სახელმძღვანელოები. ბიბლიოთეკა აღჭურვილია ელექტრონული კატალოგით, რომელიც განთავსებულია საიტზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- კიტოვანი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.