გია ნოდია
გია ნოდია (დ. 4 სექტემბერი, 1954) — ქართველი პოლიტოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი. 2008 წლის 31 იანვრიდან ამავე წლის 10 დეკემბრამდე იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
გია ნოდია | |
![]() გია ნოდია (2011) | |
![]() ![]() | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 იანვარი, 2008 – 10 დეკემბერი, 2008 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ლადო გურგენიძე გრიგოლ მგალობლიშვილი |
წინამორბედი | მაია მიმინოშვილი |
მემკვიდრე | ნიკა გვარამია |
დაბადებული | 4 სექტემბერი, 1954 |
მოქალაქეობა | ![]() |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1954 წელს. 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით. 1982 წელს დაიცვა დისერტაცია და გახდა ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1980-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, სწავლულ მდივნად, განყოფილების გამგედ. 2006 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.