კანონი სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ

კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“1992 წლის 6 ნოემბერს მიღებული კანონი, რომელიც „მცირე კონსტიტუციის“ სახელწოდებით არის ცნობილი.

1991 წლის ბოლოს არაკონსტიტუციური გზით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება საქართველოს უზენაეს საბჭოს, რესპუბლიკის პრეზიდენტსა და მთავრობას. 1992 წლის 6 იანვარს შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო (ტრიუმვირატი) და დროებითი მთავრობა. სამხედრო საბჭომ ძალადაკარგულად გამოაცხადა გარდამავალი პერიოდის კონსტიტუცია და კანონმდებლობა, და 1992 წლის 21 თებერვალს მიიღო დეკლარაცია 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის აღდგენის თაობაზე. იმავე წელს დაიშალა სამხედრო საბჭო და შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო. 1921 წლის აღდგენილ კონსტიტუციას კი ისეთივე ბედი ეწია, როგორიც მიღების დროს — მას არც ერთი დღე რეალურად არ უმოქმედია, რადგან იმ დროსთან შეუსაბამო იყო.

აღნიშნული კანონი აღმოჩნდა ერთადერთ აქტად, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ კონსტიტუციის გარეშე დარჩენილ ქვეყანაში შეეძლო გაეწია ძირითადი კანონის მაგივრობა.

კანონი შედგებოდა 8 თავისა და 33 მუხლისაგან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დემეტრაშვილი ა., პაპუაშვილი ა., საქართველოს კონსტიტუცია, გვ. 10, თბ., 1996

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება