სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები (2003)

სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2003 — მეოთხე საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში, რომელიც ჩატარდა 2003 წლის 19 თებერვალსა და 5 მარტს. პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო მოქმედი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის დამარცხება 50%-ზე მეტი ხმის აღებით. ამის გამო საჭირო გახდა მეორე ტურის გამართვა, სადაც ქოჩარიანმა მოპოვებული ხმების 67%-იანი უპირატესობით დაამარცხა სტეფან დემირჭიანი. ოპოზიციამ და საერთაშორისო დამკვირვებლებმა ერთხმად განაცხადეს, რომ არჩევნები დიდი გაყალბებით ჩატარდა და ოპოზიცია მის საბოლოო შედეგებს არ აღიარებს.

სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2003
სომხეთის დროშა
1998 ←
5 მარტი, 2003 (2003-03-05)
→ 2008

 
ნომინანტი რობერტ ქოჩარიანი სტეფან დემირჭიანი
პარტია დამოუკიდებელი სახალხო პარტია
მოსახლეობის ხმები 1,044,591 504,011
პროცენტულობა 67.45% 32.55%

პრეზიდენტი არჩევნებამდე

რობერტ ქოჩარიანი

არჩეული პრეზიდენტი

რობერტ ქოჩარიანი

რობერტ ქოჩარიანი პრეზიდენტის თანამდებობა 1998 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კარენ დემირჭიანის დამარცხების შედეგად დაიკავა. არჩევნები მას შემდეგ გაიმართა, რაც ლევონ ტერ-პეტროსიანმა ვადაზე ადრე დატოვა თანამდებობა მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების გეგმის გამო, რომლის მიღებაზეც მისმა მინისტრებმა, მათ შორის ქოჩარიანმაც უარი განაცხადეს[1].

2002 წლის 7 აგვისტოს სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2003 წლის 19 თებერვალს გაიმათებოდა[2], ხოლო კანდიდატების დარეგისტრირება 2002 წლის 6 დეკემბრამდე უნდა მომხდარიყო[3]. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებს 40 000 მხარდამჭერის ხელმოწერის მოგროვება სჭირდებოდათ[4].

პრეზიდენტმა ქოჩარიანმაც განაცხადა, რომ ის ხელმეორედ იყრიდა კენჭს პრეზიდენტობაზე და ოპოზიციაურმა პარტიებმაც ერთი, საერთო კანდიდატის წარდგენაზე დაიწყეს მსჯელობა რათა მოქმედ პრეზიდენტთან ბრძოლა უშედეგო არ ყოფილიყო[3]. ყოფილი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანიც ჩაერთო საარცევნო რბოლაში, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოხსნა თავისი კანდიდატურა[1].

შედეგები

რედაქტირება
კანდიდატი პარტია პირველი ტური მეორე ტური
ხმები % ხმები %
რობერტ ქოჩარიანი დამოუკიდებელი 710,674 49.48 1,044,591 67.45
სტეფან დემირჭიანი სომხეთის სახალხო პარტია 399,757 28.22 504,011 32.55
არტაშეს გეღამიანი ეროვნული ერთობა 250,145 17.66
არამ კარაპეტიანი დამოუკიდებელი 41,795 2.95
ვაზგენ მანუკიანი ეროვნულ-დემოკრატიული კავშირი 12,904 0.91
რუბენ ავაგიანი ერთიანი სომხური პარტია 5,788 0.41
არამ სარქისიანი სომხეთის დემოკრატიული პარტია 3,034 0.21
გარნიკ მარგარიანი სამშობლო და ღირსება 1,272 0.09
არამ ჰარუთიუნიანი ეროვნული თანხმობის პარტია 854 0.06
არასწორი/ცარიელი ხმები 37,276 14,469
სულ 1,463,499 100 1,563,071 100
რეგისტრირებული ამომრჩეველი/გამოცხადება 2,315,410 63.21 2,331,507 67.04
წყარო: IFES

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Armenia: Former President Mulls Political Comeback. Radio Free Europe/Radio Liberty (2002-08-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-17. ციტირების თარიღი: 2009-05-23.
  2. Armenian election dates set. Central Asia-Caucasus Institute (2002-08-08). ციტირების თარიღი: 2009-05-23.
  3. 3.0 3.1 Former Armenian president seeking opposition support for comeback. Eurasianet.org (2002-11-19). ციტირების თარიღი: 2009-05-23.
  4. Caucasus Report: November 14, 2002. Radio Free Europe/Radio Liberty (2002-11-14). ციტირების თარიღი: 2009-05-23.