სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები (1998)

სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები 1998 — მესამე საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში, რომელიც ჩატარდა 1998 წლის 16 მარტს. არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო[1]. არჩევნები დამოუკიდებელი კანდიდატის, რობერტ ქოჩარიანის გამარჯვებით დასრულდა. ამ არჩევნებზე მან მეორე ტურში მოსახლეობის ხმების 58.9% აიღო, ხოლო ამომრჩეველთა აქტივობამ პირველ ტურში 63.5%, მეორეში კი - 68.1% შეადგინა[2].

სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები 1998
სომხეთის დროშა
1996 ←
30 მარტი, 1998 (1998-03-30)
→ 2003

 
ნომინანტი რობერტ ქოჩარიანი კარენ დემირჭიანი
პარტია დამოუკიდებელი დამოუკიდებელი
მოსახლეობის ხმები 908,613 618,764
პროცენტულობა 58.9% 40.1%

პრეზიდენტი არჩევნებამდე

ლევონ ტერ-პეტროსიანი

არჩეული პრეზიდენტი

რობერტ ქოჩარიანი

მიმოხილვა

რედაქტირება

არჩევნების პირველი ტური 1998 წლის 16 მარტს გაიმართა[3]. პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა რობერტ ქოჩარიანმა და 1974-1988 წლებში საბჭოთა სომხეთის ლიდერმა კარენ დემირჭიანმა, ამომრჩეველთა ხმების 38.5% და 30.5% მიიღეს შესაბამისად[4]. მეორე ადგილზე გასული დემირჩიანი 10 წლის განმავლობაში ჩამოშორებული იყო პოლიტიკას და ბიზნესში მოღვაწეობდა[5].

დემირჭიანს საბჭოთა დროიდან მოყოლებული კარგი კაცის სახელი ჰქონდა რომელმაც „ტერ-პეტროსიანის მაფიოზური კაპიტალიზმის წესების წინააღმდეგ გაილაშქრა“[5]. დემირჭიანი სომხურ საზოგადოებაში საკმაოდ პოპულარული პიროვნება იყო.[6][7][8] დასავლელი დიპლომატების მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დემირჭიანს სომხების 53% უჭერდა მხარს, ხოლო ქოჩარიანს კი მხოლოდ 36%.[9] ის აგრეთვე უფრო სასურველი კანდიდატი იყო დასავლეთისთვის, რადგან მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისადმი ზომიერი მიდგომით ხასიათდებოდა, მაშინ როცა ქოჩარიანი მკვეთრად ნაციონალისტური გამოსვლებით გამოირჩეოდა[5].

არჩევნების მეორე ტური ქოჩარიანსა და დემირჭიანს შორის 30 მარტს გაიმართა. ქოჩარიანმა ამომრჩეველთა ხმების 58.9%-ით გამარჯვება მოიპოვა. საბოლოო შედეგებმა აჩვენა, რომ დემირჭიანს ხმების მხოლოდ 40.1% ერგო[4]. British Helsinki Human Rights Group-ის განცხადებით, „უბრალო სომხებმა რობერტ ქოჩარიანს დაუჭირეს მხარი, რომელიც ერევნის პოლიტიკის მაფიოზურ კავშირებში არ იყო გასვრილი“[5]. ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ არჩევნების პირველ ტურს „ძირეულად გაყალბებული“ უწოდა[10], ხოლო საბოლოო ანგარიშში აღნიშნა, რომ მისიამ „სერიოზული ხარვეზები“ დააფიქსირა და არჩევნები ეუთო-ს სტანდარტებს არ შეესაბამებოდა[11]. მიუხედავად ამისა, დემირჭიანმა არჩევნების შედეგები ოფიციალურად არ გააპროტესტა, მან არასოდეს აღიარა შედეგები დაარ მიულოცა ქოჩარიანს გამარჯვება[12][13].

შედეგები

რედაქტირება
კანდიდატი პარტია პირველი ტური მეორე ტური
ხმები % ხმები %
რობერტ ქოჩარიანი დამოუკიდებელი 545,938 38.5 908,613 58.9
კარენ დემირჭიანი სოციალისტური პარტია 431,967 30.5 618,764 40.1
ვაზგენ მანუკიანი ეროვნულ-დემოკრატიული კავშირი 172,449 12.2
სერგეი ბადალიანი სომხეთის კომუნისტური პარტია 155,023 10.9
პარუირ ჰაირიკიანი ეროვნული თვითგამორკვევის კავშირი 76,212 5.4
დავიდ შამაზარიანი დამოუკიდებელი 6,798 0.5
არტაშეს გეღამიანი ეროვნული თანხმობის პარტია 6,314 0.4
ვიგენ ხაჩატურიანი სომხეთის დემოკრატიულ-ლიბერალური პარტია 3,999 0.3
ჰრანტ ხაჩატურიანი საკონსტიტუციო უფლებების კავშირი 2,943 0.2
არამ გასპარ სარქისიანი სომხეთის დემოკრატიული პარტია 2,710 0.2
იური მიკირტიჩიანი დამოუკიდებელი 2,511 0.2
აშოტ ბლეიანი ახალი გზა 1,559 0.1
არცერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგან 9,509 0.7 14,890 1.0
არასწორი/ცარიელი ხმები 38,177 - 25,435 -
სულ 1,456,109 100 1,567,702 100
წყარო: Nohlen et al.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Nohlen, D, Grotz, F & Hartmann, C (2001) Elections in Asia: A data handbook, Volume I, p329 ISBN 0-19-924958-X
  2. Nohlen, D, Grotz, F & Hartmann, C (2001) Elections in Asia: A data handbook, Volume I, p337 ISBN 0-19-924958-X
  3. „Armenians to choose new president today“. Hürriyet Daily News. 16 March 1998. ციტირების თარიღი: 15 April 2013.
  4. 4.0 4.1 „Summer 1998“. Elections Today. International Foundation for Electoral Systems. 7 (4): 26. ISSN 1073-6719.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 The Armenian Parliamentary Elections, 30th May 1999. British Helsinki Human Rights Group, გვ. 1–2. ციტირების თარიღი: 26 April 2013. [მკვდარი ბმული]
  6. Reeve, Philip (16 March 1998). „Slick old fox set for comeback in Armenia poll“. The Independent. ციტირების თარიღი: 15 April 2013.
  7. „Armenians vote for president Monday“. CNN. 15 March 1998. ციტირების თარიღი: 31 March 2013.
  8. „Strong turnout as Armenians choose president“. CNN. 16 March 1998. ციტირების თარიღი: 31 March 2013.
  9. Bennett, Vanora (31 March 1998). „Armenians Vote for New President“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 17 April 2013.
  10. „Armenian elections go to run-off“. BBC News. 19 March 1998. ციტირების თარიღი: 8 April 2013.
  11. Republic of Armenian Presidential Election March 16 and 30, 1998 Final Report. Office for Democratic Institutions and Human Rights (9 April 1998). ციტირების თარიღი: 8 April 2013.
  12. Report on Armenia's parliamentary election May 30, 1999. Washington, DC: Commission on Security and Cooperation in Europe, გვ. 5. ციტირების თარიღი: 6 April 2013. 
  13. „Key Armenian leaders assassinated“. The Jamestown Foundation. 28 October 1999. ციტირების თარიღი: 25 May 2013. ციტატა: „Although he considered himself cheated of victory, Demirchian tacitly accepted that outcome, bid his time and ultimately went for a deal with the party of power--Sarkisian's Republicans.“