არტაშეს გეღამიანი

არტაშეს გეღამიანი (სომხ. Արտաշես Գեղամյան; დ. 2 დეკემბერი, 1949, ერევანი, სომხეთის სსრ — გ. 20 სექტემბერი, 2024) — სომეხი პოლიტიკოსი და ერევნის ყოფილი მერი.

არტაშეს გეღამიანი
ერევნის მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1989 – 1990

დაბადებული2 დეკემბერი, 1949
ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ
გარდაცვლილი20 სექტემბერი, 2024 (74 წლის)
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
სომხეთის დროშა სომხეთი

ბიოგრაფია

რედაქტირება

არტაშეს გეღამიანი დაიბადა 1949 წლის 2 დეკემბერს, ერევანში, სომხეთის სსრ. 1966 წელს, მან დაამთავრა ჩეხოვის საშუალო სკოლა, 1971 წელს კი — ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1972 წელს, იგი შეუერთდა საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას, 1989–1990 წლებში კი — ერევნის მერის თანამდებობა ეკავა.

1990 წელს, გეღამიანმა კომუნისტური პარტია დატოვა. 1995–1999 წლებში, იგი სომხეთის ეროვნული კრების მოადგილე იყო. 1997 წელს, მან ჩამოაყალიბა პარტია „ეროვნული ერთიანობა“ და გახდა მისი ლიდერი. 2003 წლის სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, არტაშეს გეღამიანმა წარადგინა თავისი კანდიდატურა და მოიპოვა ხმათა 16,9%[1].

2008 წლის სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, გეღამიანმა კვლავ მიიღო მონაწილეობა და საბოლოო ოფიციალური შედეგებით დაიკავა მეშვიდე ადგილი ხმათა 0,27%-ის მოპოვებით[2].

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

დაქორწინებული იყო. ჰყავდა ორი ვაჟი და შვილიშვილები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება